როგორ გადმოვწეროთ Soundcloud.Com-იდან მუსიკა უფასოდ

  • lasha117
  • December 3, 2011
  • 0

Soundcloud.com ეს არის ვებ–გვერდი, სადაც მომხმარებლეთა ერთი ნაწილი რეგისტრირდება იმისათვის, რომ თავისი ნამუშევარი წარუდგინოს და გაუზიაროს საზოგადოებას, ხოლო მეორე ნაწილი უსმენს და უფასებს ამ უსახელო ან სახელოვანი მომღერლების ნამუშევრებს. თუ თქვენ უკვე იყენებთ Soundcloud–ს გექნებოდათ შემთხვევა, როდესაც Soundcloud-ზე მოუსმინეთ მუსიკას და მისი გადმოწერა მოგინდათ, მაგრამ სამწუხაროდ ამტვირთავს დაწესებული აქვს შეზღუდვა მის გადმოწერაზე. ამ პოსტში გასწავლით, თუ როგორ უნდა გადმოწეროთ ნებისმიერი სიმღერა Soundcloud–დან.

1. აირჩიეთ სასურველი მუსიკა და გააკეთეთ Copy იმ ლინკის, რომელიც პირველ სურათზეა მონიშნული.

დააკოპირეთ ხაზგასმული ბმული

2. შედით http://offliberty.com -ზე და ჩააკოპირეთ ლინკი მოცემულ გრაფაში, ისე როგორც მეორე სურათზეა ნაჩვენები. ამის შემდეგ, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკ OFF-ზე.

3. მიიტანეთ მაუსის ისარი წარწერასთან სადაც წერია Right Click Save As. დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და გამოიტანეთ დამატებითი მენიუ. ამ მენიუში აირჩიეთ ფუნქცია Save As. მუსიკალური ფაილი გადმოიწერება კომპიუტერში თქვენს მითითებულ ადგილზე.

ჩამოტვირთვის შემდეგ თქვენ უკვე შეუზღუდავად შეგიძლიათ მოუსმინოთ სასურველ სიმღერას თქვენი კომპიუტერიდან.

წინა «
შემდეგი »