როგორ გავაგრილოთ ლეპტოპი

  • writer91
  • აგვისტო 3, 2012

ლეპტოპის გაგრილებასთან დაკავშირებული პრობლემა თითქოს უმნიშვნელოა და ამავდროულად ყველას აწუხებს. გასწავლით როგორ მოაგვაროთ ეს პატარა პრობლემა, რომელმაც შესაძლოა ლეპტოპი გადაწვამდე მიიყვანოს.

 

 

რჩევა1. გახსენით ლეპტოპი და ნახეთ, შესაძლოა იგი დამტვერილია და “ქულერს” მოძრაობა უჭირს.

რჩევა 2. შეამოწმეთ “თერმო პასტა”. თუ ის საერთოდ გამოილია, მაშინ შეიძინეთ და თქვენთვითონ წაუსვით, არ არის საჭირო ამნაირი მიზერული პრობლემის გამო სერვის ცენტრიში წაღება და 30 ლარის უაზროდ გადაყრა. “თერმული პასტა” სულ 5-8 ლარი ღირს და ის ნებისმიერი კომპიუტერის მაღაზიაში იყიდება.

რჩევა3. შეეცადეთ ნაკლებად დადოთ ლეპტოპი რბილ ზედაპირზე, რათა ჰაერი თავისუფლად მიეწოდოს.

რჩევა 4. იყიდეთ ლეპტოპის გამაგრილებელი. მისი ფასი 10-25 ლარამდე მერყეობს.

წინა «
შემდეგი »