როგორ გავადიდოთ ხატულები Windows Explorer-ში

  • lasha117
  • იანვარი 16, 2012


ამ პოსტში გასწავლით, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ და შევამციროთ ხატულები windows7-ზე. მოცემული მეთოდით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კონკრეტული განყოფილების ხატულების ზომა და არა ზოგადად – ყველა ხატულის ზომა.

 

 

 

ხატულების ზომის შეცვლის ინსტრუქცია:

 
1. შედით ნებისმიერ საქაღალდეში. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება My computer, თუ უბრალო Folder.(შედიხართ იმ განყოფილებაში, სადაც გინდათ გაზარდოთ ან შეამციროთ ხატულების ზომა);
 

 
2. სურათზე ხედავთ ისრით მინიშნებულ ადგილს. დააჭირეთ მას;
 

 
3. ჩამოიშლება სწრაფი გამოძახების მენიუ, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ზომების რეგულირებას.
 

 
თუ თქვენ გნებავთ Desktop-ზე ხატულების ზომის გადიდება ან დაპატარავება, მაშინ დააკლიკეთ desktop-ზე მაუსის მარჯვენა ღილაკს, შემდეგ გადადით View და მისი ქვემენიუს მეშვეობით აირჩიეთ ხატულების ზომა. Large icons – დიდი ზომის ხატულები, Medium icons – საშუალო ზომის ხატულები, Small icons – პატარა ზომის ხატულები, მონიშნეთ სასურველი ზომა და ხატულებიც შესაბამისად შეიცვლება.

წინა «
შემდეგი »