როგორ გავაკეთოდ ბრჭყვიალა ფეხსაცმელი

  • lasha117
  • დეკემბერი 28, 2011

გოგონებო მოცემული პოსტი თქვენ დაგაინტერესებთ. მართალია, ყველა გოგოს არ უყვარს ასეთი ფერები და სიმკვეთრე, თუმცა ბევრზე შემინიშნავს, რომ ბრჭყვიალა ფეხსაცმელებს ატარებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვს მაინც გაუკეთებთ და გაუხარებთ გულს. მის გასაკეთებლად დაგჭირდებათ – ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ფუნჯი, წებო და ბრჭვიალა ფქვილი, რომლის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში.

ბრჭყვიალა ფეხსაცმლის დამზადების ინსტრუქცია:

1. აიღეთ ფეხსაცმელი და ფუნჯის დახმარებით წაუსვით ზედაპირზე წებო;

2. მანამ სანამ გაშრება აიღეთ ბრჭყვიალები და მოაყარეთ მას ზემოდან;

3. მეტი სილამაზისთვის გაშრობამდე მოყრილი ბრჭყვიალები შეასწორეთ ისე, რომ ლამაზად გამოვიდეს;

4. გაშრობის შემდეგ ზემოდან გადაუსვით წებოს მეორე პირი;

5. გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე.

იყავით ფრთხილად და იმუშავეთ სუფთად, რათა თავიდან აიცილოთ ფეხსაცმლის გაფუჭების საშიშროება.

წინა «
შემდეგი »