როგორ გავაკეთოთ ხმის გამაძლიერებელი ალუმინის ქილით

  • lasha117
  • January 11, 2012
  • 0

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ხართ მეგობრებთან ერთად და გსურთ მოისმინოთ მუსიკა, მაგრამ ვერ რთავთ მობილურზე მუსიკას ყურსასმენის გარეშე, რადგან იგი მალე დაჯდება. მოცემულ პოსტში მე თქვენ გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ხმის გამაძლიერებელი ალუმინის ქილის გამოყენებით, რის შემდეგაც შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ მუსიკას ყურსასმენებით ყველამ ერთად. საჭირო იქნება ლურსმანი და ერთი ცარიელი ალუმინის ქილა.

ხმის გამაძლიერებლის დამზადების ინსტრუქცია:

1. პირველ რიგში გამორეცხეთ ქილა და გააშრეთ;

2. აიღეთ ლურსმანი და გახვრიტეთ ქილის ძირი;

3. მოათავსეთ ყურსასმენები ქილაში და შეაერთეთ იგი თქვენს ტელეფონში ან MP3 დამკვრელში;

4. ჩართეთ მუსიკა და დატკბით.

P.S. შეიძლება აღნიშნული ქმედების შემდეგ მუსიკის ხარისხი ოდნავ გაუარესდეს.

წინა «
შემდეგი »