როგორ გავაკეთოთ არყის ნაყინი

  • lasha117
  • იანვარი 11, 2012

მომზადების ინსტრუქცია ძალიან მარტივია და შედეგი შესანიშნავი (თუმცა შედეგის შესაფასებლად, გარკვეული დროით, ლოდინი მოგიწევთ).

 
 
 
 

არყის ნაყინის დამზადების ინსტრუქცია:

1. პირველ რიგში შეაგროვეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი: ნაყინი, არაყი რომელიც თქვენ გნებავთ და თუ სურვილი გაქვთ ქოქოსის მარცვლები, ნებისმიერი ხილი ან ციტრუსი გემოვნების მიხედვით;

2. აიღეთ ბლენდერი, არაყი და ნაყინი მოათავსეთ მასში და ძალიან კარგად ადღვიბეთ;

3. არევის შემდეგ გადმოასხით მასა კონტეინერში და შედგით საყინულეში დაახლოებით 6-8 საათის მანძილზე (6 საათი მინიმალური დროა, ისე კი შეგიძლიათ რამოდენიმე დღეც გააჩეროთ და ეს არაფერს ავნებს);

4. გადმოიღეთ და დაამატეთ თქვენს მიერ შერჩეული ციტრუსი ან ხილი.

შენიშვნა: 600 გრამ ნაყინს ესაჭიროება 75 გრამი არაყი.

წინა «
შემდეგი »