როგორ გავაკეთოთ ატრია შინაურულად?

  • Creed
  • ივნისი 9, 2013

ატრია-ihow.geქათმის ბულიონი ატრიასთან ერთად ითვლება მარგებელ კერძად. სახლში გაკეთებულ ატრიასთან ერთად, კი იგი გამოვა უფრო გემრიელი და მარგებელი.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

  • ფქვილი – 200გ.
  • კვერცხი – 2 ცალი
  • კეფირი – 100გ.
  • მარილი

დავიწყოთ კვერცხის თქვეფა, პერიოდულად ვამატოთ ფქვილი და ვურიოთ. დავამატოთ მარილი, კეფირი (წყლის დამატება არაა საჭირო) და დავიწყოთ ცომის მოზელვა. ის უნდა იყოს რბილი, არ უნდა ეკრობოდეს ხელებს, მაგიდას და საპრტყელებელს. დამზადებული ცომი გაახვიეთ ცელოფანის პარკში და მოვათავსოთ მაცივარში 20 წუთით.

მაგიდას გადავათაროთ მუშამბა და მოვაყაროთ ფქვილი. დავდოთ ცომი და გავყოთ ორ ნაწილად. ორივე გავაპრტყელოთ 1 მმ-ის დონემდე. გაპრტყელების დროს დავაკვირდეთ, რომ ცომი არ მიეკროს არც საპრტყელებელს და არც მუშამბას. ცომი რაც უფრო პრტყელი იქნება, მით უფრო უკეთესად შეიწოვს ბულიონს და სწრაფად მოიხარშება.

გაპრტყელებული ცომი ცოტათი გავაშროთ, იმიტომ რომ მისი გაჭრის დროს არ მიეკროს დანას. გავახვიოთ ცომი რულეტად და ცოტათი ყველგან მოვუჭიროთ. შემგომ ცომი გავჭრათ ბასრი დანით დაახლოებით 3-4 მმ-ის ზომით, მიღებული ატრია ხელით გავშალოთ.

ატრია დავალაგოთ ხის ფიცარზე ან ერთჯერად ხელსახოცზე (“салфетка”). თანდათან გადავატრიალოთ ატრია და დავაკვირდეთ რომ ყველა მხრიდან გაშრეს. ასე გავაშროთ იგი 24 საათის განმავლობაში.

მზა მშრალი ატრია შეგვიძლია შევინახოთ პლასტიკურ კონტეინერში ან შუშის ბანკაში, დაფარული სახურავით. ესეთ მდგომარეობაში იგი შეიძლება შეინახოთ დიდი ხნის განმავლობაში.

ესეც ასე, ატრია მზად გვაქვს. ახალა მიეცით გზა ფანტაზიებს და ექსპერიმენტებს სამზარეულოში. :)

წინა «
შემდეგი »