როგორ გავაკეთოთ ბადრიჯნის “მარაო”?

  • Creed
  • ივნისი 10, 2013

ბადრიჯანი-ihow.geზაფხულის მოსვლასთან ერთად მოვიდა ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის დრო. მინდა შემოგთავაზოთ ბადრიჯნის დამზადების ერთ-ერთი რეცეპტი. მზადება მარტივად და სწრაფად, მინიმალური დანახარჯებით და საკვები გამოდის არაჩვეულებრივად გემრიელი და მიმზიდველი.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

  • ბადრიჯანი
  • პომიდორი
  • ნიორი
  • ყველი
  • ღუმელი
  • კარაქი

გავრეცხოთ და გავწმინდოთ ბადრიჯანი. იმისათვის რომ ბადრიჯანმა დაკარგოს სიმწარე, მოვათავსოთ იგი მარილიან წყალში 30 წუთით.

სანამ ბადრიჯანი ლბება, ავიღოთ პომიდორი, აუცილებელია რომ პომიდორი იყოს კარგად დამწიფებული და დავჭრათ საშუალო სისქის რგოლებად.

ახლა კი შევუდგეთ სოუსის დამზადებას. გავფრცხვნათ 5 თავი ნიორი. შეგვიძლია უფრო მეტიც, გააჩნია ვის როგორ უყვარს. გავსრისოთ ნიორი საპრესავის საშუალებით. მოვათავსოთ ღრმა ჯამში და ზემოდან ჩავდოთ 5 კოვზი(სადილის) მაიონეზი. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ მწვანილიც(ქინძი).

ავიღოთ ყველი, ნახევარი გავატაროთ სახეხელაში(წვრილში). მეორე ნახევარი, კი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

გავჭრათ ბადრიჯანი სიგრძეზე, დაახლოებით 1-1,5 სმ-ის სისქის ნაჭრებად, ოღონდ ბოლომდე არა, არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ვაკეთებთ ბადრიჯნისგან მარაოს, ამიტომაც საბოლოო ჯამში მას უნდა მივამსგავსოთ.

წავუსვათ ღუმლის სინს კარაქი, ზედ დავალაგოთ ბადრიჯანი, მის ნაკვეთებში ჩავალაგოთ დაჭრილი პომიდორი და ყველი. ყველაფერი კარგად მოვათავსოთ რომ არაფერი გადმოიყაროს ბადრიჯნიდან. ბადრიჯანს მოვასხათ დამზადებული სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ყველი. სინი მოვათავსოთ ღუმელში, საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთით. თუ გსურთ რომ ბადრიჯანი გამოვიდეს უფრო რბილი, მაშინ გავაჩეროთ იგი კიდევ 5 წუთით.

აუცილებელია მისი ცხელად მირთმევა.

გაამოთ!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.