როგორ გავაკეთოთ ბანანის კექსი?

  • Creed
  • ივნისი 10, 2013

კეკსი-ihow.geარსებობს რაიმე მარგებელი და გემრიელი? რა თქმა უნდა! ეს ტრადიციული ამერიკული ნამცხვარი შეუყვარდება ყველას, ვინც ერთხელ მაინც გასინჯავს მას. ამ ბანანის კექსს ასევე უწოდებენ “ბანანის პურს”. ის საუკეთესოა დილით სატრაპეზოდ და უბრალოდ წასახემსად ნებისმიერ დროს. ვინც საუზმეზე ამ დესერტს მიირთმევს, თვლიან რომ დილა კარგი გნწყობით ეწყებათ.

 

 

რა დაგვჭირდება?

  • წიფე ბანანი – 450 გრ.
  • ნიგოზი – 150 გრ.
  • კარაქი – 120 გრ.
  • ქათმის კვერცხი – 2 ცალი
  • შაქარი – 150 გრ.
  • ხორბლის ფქვილი – 230 გრ.
  • ვანილი – 2 გრ.
  • გამაფხვიერებელი 1 პაკეტი
  • 1 პწკენა მარილი
  • კაკაო
  • დარიჩინი
  • სოდა
  • გამოსაცხობი ფორმა

კაკალი-ihow.geდასაწყისისათვის უნდა ცოტათი დავბრაწოთ ნიგოზი. ამისათვის ჩავრთოთ ღუმელი 180 გრადუსზე და შიგ მოვათავსოთ ნიგოზი, სანამ ღუმელი გახურდება ნიგოზი საკმარისად დაიბრაწება. ბანანის კეკსისთვის სასურველია, როგორც ნიგოზი ასევე ნუშიც. ვინაიდან ორივე არაა ძალიან ცხიმიანი, რაც ზუსტად ჩვენ გვჭირდება.

 

 

მწიფე ბანანი-ihow.geგავსრისოთ ბანანები პიურეს დონემდე, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ან ბლენდერით ან ჩანგლითაც. აუცილებელია რომ ბანანები იყოს გადამწიფებული, ვინაიდან ასე პური მაქსიმალურად გაიჯერება სიტკბოთი.

 

 

 

ბანანის პიურე-ihow.ge

ბანანის პიურეში დავამატოთ კარაქი, კვერცხი და ვანილი. ყოველი ინგრედიენტის დამატების დროს კარგად ავთქვიფოთ ბლენდერის ან ცოცხლის(სარეველის) საშუალებით.

 

 

 

პიურე და კაკალი-ihow.geცალკე რაიმე ჭურჭელში მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვრიელებელი, სოდა, დარიჩინი და მარილი. შემდგომ ეს ყველაფერი ჩაყარეთ ბანანის პიურეში, დავამატოთ დაბროწილი ნიგოზი და კარგად ავთქვიფოთ.

 

 

 

ღუმლის სინი-ihow.geსაცხოვ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი, შემდგომ ჩავდოთ ბანანის ცომი და მოვათავსოთ უკვე გაცხელებულ ღუმელში. დავტოვოთ 1 საათით 180 გრადუსზე.

 

 

 

გამომცხვარი კეკსი-ihow.geყველაფერი დასრულებულია. ბანანის კექსი საკვებ აპკში გახვეული შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში. შეგიძლიათ იგი დააგემოვნოთ კარამელით, შოკოლადის პასტით ან გამდნარი ყველითაც.

 

 

 

მზა კეკსი-ihow.geგემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.