როგორ გავაკეთოთ დაბალკალორიული და გემრიელი მარწყვის სასმელი?

  • Creed
  • ივნისი 9, 2013

მარწყვის-სასმელი-ihow.geზაფხულის მოსვლასთან ერთად თითქმის ყველა მანდილოსანი ოცნებობს დაიკლოს რამოდენიმე კილოგრამი. დიეტის პერიოდში ყოველთვის გვსურს რაიმე გემრიელის დაგემოვნება. სინამდვილეში, რომ გახდეთ და ამავდროულად უარი არ თქვათ რაიმე გემრიელზე – ძალიან მარტივია!

 

 

რა დაგვჭირდება?

  • ბანანი – 1 ცალი
  • მარწყვი – 100 გრ.
  • კეფირი – 300 მლ.
  • შაქრის შემცვლელი (სახარინი)
  • ბლენდერი

ასევე გემრიელი გამოდის ბანანი+კივი ან ბანანი+ანანასი. თუმცა ბანანი გაცილებით კალორიულია, საერთო ჯამში დამზადებულ პროდუქტში იქნება 100 კკალ., რაც ძალიან ცოტაა.

პირველი ნაბიჯი:

ბარწყვი და ბანანი-ihow.geავიღოთ რაიმე სათავსი, გავფრცხვნათ ბანანი და დავჭრათ. სათავსში ჭავყაროთ დაჭრილი ბანანი და მარწყვი (სურვილისამებრ კივი ან ანანასი).

 

 

 

მეორე ნაბიჯი:

მარწყვი3-ihow.geამ ყველაფერს დავასხათ კეფირი.

 

 

 

 

მესამე ნაბიჯი:

სახარინი-ihow.geეხლა გავერკვიოთ შაქრის შემცვლელში. ვინაიდან იგი ცივ წყალში რთულად დნენა , გავსრისოთ კოვზით და ჩავამატოთ ხილთან ერთად. უბრალოდ იგი უნდა გავსრისოთ სანამდე არ მივიღებთ ფხვნილს. საკმარისია 4 ტაბლეტის დამატება, გაითვალისწინეთ რომ შაქრის შემცვლელი უფრო ტკბილია ვიდრე თვით შაქარი. ზოგი ტაბლეტი შეიცავს სახარინს, რაც 300-ჯერ ტკბილია და ასევე შეიცავს ციკლამატს, რაც 30-ჯერ უფრო ტკბილია ვიდრე შაქარი.

 

მეოთხე ნაბიჯი:

ყველაფერი ერთად-ihow.geეს ყველაფერი ჩავასხათ ბლენდერში და კარგად ავთქვიფოთ. ესეც ასე! ჩვენი გემრიელი და დაბალკალორიული სასმელი მზად არის. ასევე შეგვიძლია სასმელში დავამატოთ წვრილად დაჭრილი მარწყვი, გამოდის ძალიან გემრიელი.

გახდით გემრიელად! :)

 

 

თუ როგორ ვიყიდოთ კარგი მარწყვი, იხილეთ ეს პოსტი: “როგორ ავარჩიოთ მარწყვი ყიდვისას?”

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.