როგორ გავაკეთოთ ეგნოგი(სასმელი)?

  • An'na
  • დეკემბერი 24, 2015

ეგნოგიარაფერი გამოხატავს სადღესასწაულო სულისკვეთებას ისე, როგორც ჭიქა ეგნოგი. მას შობის გემო აქვს და როდესაც დაუმატებთ რამდენიმე განსაკუთრებულ ინგრედიენტს, თქვენ მთელ ოჯახს გააბედნიერებთ. ამ სტატიაში ისწავლით როგორ გააკეთოთ მარტივი ეგნოგი ოჯახისთვის, დიდი პარტია წვეულებისთვის ან გაყინული ეგნოგი თქვენთვის.

 

 1: მარტივი ეგნოგი

1.პირველ რიგში, შევაგროვოთ ინგრედიენტები.

  • 4 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა კრემი
  • 1/2 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1/4 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი (ჯავზი)
  • 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 3/4 ჭიქა რომი ან ბრენდი

2. დავამზადოთ რძის ნარევი

უზარმაზარ ქვაბში, აურიეთ რძე,ხეხო,დარიჩინი და ვანილი. მოხარშეთ საშუალო გაზზე სანამ ნარევი არ დაიწყებს ბუყბუყს.

ეგნოგი

 

3.გავაკეთოთ კვერცხის ნარევი. 

უზარმაზარ ჯამში, აურიეთ კვერცხის გულები და შაქარი და მოურიეთ ძალიან მაგრად. დაამატეთ რძის ნარევი ნელ-ნელა. ურიეთ ნარევს სანამ ინგრედიენტები ერთმანეთში ბოლომდე არ აირევა. ჩაასხით ეს ნარევი ისევ ქვაბში. დადგით საშუალოზე და დაელოდეთ სანამ ნარევი გახდება სქელი, ამას დაახლოებით 3-5 წუთი სჭირდება. ამ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ნარევი დუღილამდე. გადმოიღეთ ეგნოგი და გააცივეთ 1-2 საათი.

ქვაბი

4. დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები.

კარგად მოურიეთ და შემდეგ დაამატეთ რომი ან ბრენდი. მოურიეთ ეგნოგს ძალიან კარგად. გადააფარეთ ეგნოგს პარკი და შეინახეთ მაცივარში ღამის განმავლობაში. მომსახურების დროს კი მორთეთ ხეხოთი და დარიჩინის ჯოხით.

ეგნოგი

 2: ტრადიციული ეგნოგი

1.შევაგროვოთ ინგრედიენტები.

  • 12 უზარმაზარი კვერცხი
  • 4,5ჭიქა რძე
  • 1,5  პინტი( ინგლისური საზომი,უდრის 0,473 ლიტრს) კრემი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • მიწის ჯავზი(მუსკატის კაკალი)
  • 3 ჭიქა ბურბონი, ბრენდი ან მაგარი რომი

2. განაცალკევეთ კვერცხის ცილა კვერცხის გულისგან. 

გატეხეთ თითოეული კვერცხი და მშვიდად გადაიტანეთ კვერცხის გული ნაჭუჭიდან ნაჭუჭში, ისე რომ კვერცხის ცილა ნელ-ნელა ჩაიღვაროს ჯამში.  შემდეგ კვერცხის ცილა და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში. საშუალო სიჩქარით მოურიეთ კვერცხს და შაქარს, სანამ ნარევი არ გახდება თეთრი და ქაფიანი. დაამატეთ მხოლოდ შაქრის ნახევარი.

კვერცხის ცილა

3. შევურიოთ კვერცხის გულები და შაქარი.

შეურიეთ დარჩენილი შაქარი კვერცხთან და ათქვიფეთ ნარევი, სანამ ისინი კარგად არ აირევა.

კვერცხის გული

4. შეურიეთ კვერცხის გულის და ცილის ნარევები ერთმანეთს.

ნელ-ნელა ჩაასხით კვერცხის გულები და კვერცხის ცილები ერთ ჯამში.  თქვენი ამოცანაა რომ შეინახოთ ქაფიანობა. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ რომი. შემდეგ დაამატეთ რძე და კრემი ნელი მოძრაობით.

  • თავდაპირველად დაამატეთ 4 ჭიქა რძე, დანარჩენი კი შემდეგ, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ სიმტკიცე. თუ ალკოჰოლსაც ამატებთ, შეიძლება დამატებითი რძე აღარც დაგჭირდეთ.
  • ზოგიერთი მზარეული გვირჩევს რომ გავაცხელოთ რძე და კრემი სანამ დავამატებთ ნარევში, რათა კვერცხი მეტ-ნაკლებად მოიხარშოს. თუ გიჭირთ უმი კვერცხის დალევა, მაშინ მიყევით ამ ნაბიჯებს.
  • უფრო სქელი ეგნოგის დასამზადებლად, შეამცირეთ რძის რაოდენობა 0.5 ჭიქით.

რძე

5.მოურიეთ დარჩენილ კრემს ძალიან კარგად სანამ ის არ გახდება ძალიან მტკიცე.

შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით კვერცხის ნარევში. გადაიღეთ ეგნოგი ჭიქაში.

კრემი

6. ჩაასხით ჭიქებში და დაამატეთ კრემი ზედა ფენაზე. შეგიძლიათ დაამატოთ მუსკატის კაკალი

ეგნოგი

3. ყინულიანი ეგნოგი

1.ინგრედიენტები:

  • 2 პატარა კვერცხი
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1/4 ჭიქა აგავის ნექტარი
  • 1,5  ჭიქა ნუშის რძე
  • 85 გრამი კონიაკი
  • 85 გრამი რომი
  • 56,6 გრამი ნაღები ხერესი

2. შევურიოთ რძე და ყინული.

ბლენდერი ნახევრამდე ავავსოთ ყინულის კუბიკებით.ჩაასხით ნუშის რძე. დააბლენდერეთ ნარევი, სანამ ის არ გახდება ქაფიანი.

რძე და ყინული

3. ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხები, აგავას ნექტარი და დარიჩინი.

თავდაპირველად ათქვიფეთ კვერცხები და აგავეს ნექტარი, დარწმუნდით რომ ის ერთმანეთში კარგად არის არეული. შემდეგ კი ჩაყარეთ დარიჩინი.

კვერცხი

4. დააბლენდერეთ დარჩენილი ინგრედიენტები.

ჩაასხით ბლენდერში კვერცხის ნარევი, კონიაკი რომი და ნაღები ხერესი ბლენდერში. დააბლენდერეთ ისინი სანამ კარგად არ აირევა.

ბლენდერი

5. მოემსახურეთ ხალხს ეგნოგით. 

ეგნოგი ძალიან კარგია საახალწლოდ, როდესაც ხართ რაიმე მსუბუქის ხასიათზე.

მარტივი ეგნოგი

მზადაა!!!

ეგნოგი

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.