როგორ გავაკეთოთ ინსტალერი?

  • zviadii
  • ნოემბერი 22, 2014

ინსტალერიარის შემთხვევა, როცა ადამიანს რომელიც ხშირად მუშაობს ფაილებთან სჭირდება ინფორმაციის შეკუმშვა. შესაძლებელია პროგრამა WinRAR-ის გამოყენება ან ინსტალერის გაკეთება.

საინსტალაციო პაკეტის შესაქმნელად არსებობს ბევრი პროგრამა. მაგ: InstallShield, Smart Install Maker, CreateInstall. პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ Actual Installer-ს, რომელიც შესასწავლადაც ადვილია და თავის საქმესაც ეფექტურად აკეთებს.

ამ ინსტრუქციაში საუბარი გვექნება ამ პროგრამაზე, თუმცა ეს პროგრამები ყველა გავს ერთმანეთს, ასე რომ განსხვავება მათ შორის მიზერულია.

დავაყენოთ Actual Installer. იგი სრულიად უფასოა გადმოსაწერად და მისი მოცულობა სულ რაღაც 4 მეგაბაიტია. გავხსნათ პროგრამა. ვუთითებთ ფაილების ადგილმდებარეობას, გაფორმებას, შეკუმშვის ტიპს, საქაღალდეს, სადაც გადაინაცვლებს ინსტალატორი შექმნის შემდეგ. ვქმნით დეინსტალატორს და ვაწვებით F8 ღილაკს.

და აი ისიც! მითითებულ საქაღალდეში ან დესკტოპზე გამოჩნდება ინსტალერი. ვუშვებთ მას და ვაყენებთ არჩეულ ფაილებს.

გამზადებული ინსტალატორის გაშვებისას შესაძლოა წარმოიქმნას შემდეგი პრობლემა: გამოხტება ფანჯარა რომელიც გვატყობინებს, რომ ეს საინსტალაციო პაკეტი შექმნილია ამ პროგრამის მიერ. თუმცა მსგავსი პრობლემა არა მარტო Actual Installer-ს არამედ სხვა მსგავს პროგრამებსაც ახასიათებს. გამოსავალი შემდეგში მდგომარეობს ან შეიძინოთ სრული (PRO) ვერსია ან გადმოქაჩოთ ინტერნეტიდან გატეხილი პროგრამა, რის შემდეგაც ვეღარავინ მიხვდება თუ როგორ შექმენით ინსტალატორი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.