როგორ გავაკეთოთ ჯოხიანი ლუდის ნაყინი?

  • An'na
  • იანვარი 18, 2018

ბევრი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ლუდიც უყვარს და ნაყინიც თუმცა მათ ერთად მიღებას ვერ ახერხებს თანმდევი შედეგების გამო, ჩვენი ინსტრუქციის მიხედვით თქვენ შეძლებთ გარკვეულწილად ორივე მოთხოვნილება, როგორც ლუდის, ასევე ნაყინის დაიკმაყოფილოთ.

ლუდის ნაყინის დამზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ამასთანავე ის ერთი-ერთში ვერ ჩაანაცვლებს ნაყინისაგან თუ ლუდისაგან მიღებულ სიამოვნებას, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.

ინგრედიენტები:

  • 6 ლიმონი
  • 6 ჩაისკოვზი აგავის ნექტარი
  • 6 კონსერვი შენი საყვარელი ლუდი

1. გახსენით ერთი ქილა ლუდი და ჩაასხით ქაღალდის ჭიქაში

გახსენით ქილა მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტთ ჭიქაში ჩახმას, რადგან ლუდს არ გაუვიდეს გაზი.

2. ჩაწურეთ ლიმონი

გაჭერით ლიმონი ორ ნაწილად და თითოეული მათგანი ჩაწურეთ სასმელში. დაიჭირეთ ლიმონი კანით და ზევიდან ქვევით ჩამოსმით გაწურეთ ლიმონი.

3. დაამატეთ ერთი ჩაისკოვზი აგავის ნექტარი და აურიეთ კარგად

მოურიეთ 15 წამი და დარწმუნდით რომ ნექტრი და ლიმონი შეერია მთელ სასმელს.

გაიმეორეთ ეს თითოეულ ნაყინზე, რომელსაც გააკეთებთ.

4. განათავსეთ ჯოხი ჭიქაში

ჩადეთ ჯოხი ჭიქაში. გადააბით ორი საწრუპი ერთმანეთს და ჯოხი მოათავსეთ მათ შორის. საწრუპების ბოლოები ჩამოდეთ ჭიქის ნაპირებზე, დაახურეთ პლასტმასის თავსახური და ასე გააჩერეთ.

5. გაყინეთ ნაყინები.

მოათავსეთ ლუდის ჭიქები მაცივარში. გაყინეთ ნაყინები 3-4 საათის განმავლობაში, უკეთესია თუ დატოვებთ მთელი ღამე.

6. გამოიღე მაცივრიდან და ამოიღეთ ჭიქიდან

მზადაა შეგიძლიათ მიირთვათ და ისიამოვნოთ!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.