როგორ გავაკეთოთ მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე კივისგან?

  • commail.comedyin
  • აპრილი 22, 2014

კივისაიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კივი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, გარდა ამისა მასში ბევრია მჟავები, რაც კანზე მოქმედებს, როგორც კანის მატონიზირებელი, ეხმარება ფორების შევიწროვებაში, ასუფთავებს კანს. კივი შეიძლება გამოვიყენოთ კოსმეტიკურ საშუალებებში, მაგალითად დავამზადოთ მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალება.

 

ბლენდერიავიღოთ ერთი კივი, კარგად გავრეცხოთ, გავთალოთ და ჩავდოთ ბლენდერში მანამდე სანამ ფაფისებრ მასას არ მივიღებთ.

 

 

იოგურტიმიღებულ მასას დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წყალი და 1 სუფრის კოვზი დაფქული ნუში. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, სასურველია მიქსერით, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ დავუმატოთ თითო სუფრის კოვზი თაფლი და ნუშის რძე, კიდევ კარგად ავურიოთ, და დავამატოთ 2 წვეთი ფორთოხლის ზეთი.

კონტეინერიმომზადებული ნარევი შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერ კონტეინერში, რომელსაც აქვს თავსახური. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი შუშის ან ცარიელი კრემის ქილაც. მიღებული კოსმეტიკური საშუალება დაიდეთ სახეზე, ყელზე და დეკოლტეს მიდამოზე. ის არა მარტო გადასარევად წმენდს კანს კოსმეტიკური ნარჩენებისგან, არამედ, ატონიზირებს კანს და აძლევს ბუნებრივ ჯანმრთელ ბრწყინვალებას.

სახეკივისგან დამზადებული ნარევის გამოყენების შემდეგ, აუცილებელია დაიბანოთ სახე თბილი წყლით, შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი.

წინა «
შემდეგი »