როგორ გავაკეთოთ მანათობელი სითხე

  • lasha117
  • იანვარი 15, 2012

მოცემულ პოსტში გასწავლით მანათობელი სითხის გაკეთებას. მისი შეძენა მაღაზიებშიცაა შესაძლებელი, თუმცა იგი საკმაოდ ძვირი ღირს. სახლის პირობებში დამზადების შემთხვევაში კი თქვენ მნიშვნელოვან ეკონომიას გააკეთებთ.
 
 
 

მანათობელი სითხის დასამზადებლად საჭიროა:


 

  • 2 დიდი კერამიკის თასი;
  • პლასტმასის კონტეინერები;
  • 2 ლიტრი გამოხდილი წყალი;
  • 50 მილიგრამი პეროქსიდი;
  • 0.2 გრამი ლუმინოლი (არ შეეხოთ შიშველი ხელით!);
  • 4 გრამი სოდა;
  • 0.5 ამონიუმ კარბონატი;
  • 0.4 გრამი პენტაჰიდრეტის სულფატი;
  • თვალების დამცავი სათვალე.

 

მანათობელი სითხის მომზადების ინსტრუქცია:


 
1. დარწმუნდით რომ ყველა საჭირო ნივთი გაქვთ და დაალაგეთ ისინი მაგიდაზე (არ დაგავიწყდეთ უსაფთხოების წესების დაცვა!);
 

 
2. გაიკეთეთ თვალების დამცავი სათვალე, ასევე გამოიყენეთ ხელთათმანები კანის დასაცავად;
 

 
3. აიღეთ ჯამი და შეურიეთ ერთი ლიტრი წყალი და 50 გრამი პეროქსიდი;
 

 
4. აიღეთ მეორე ჯამი და შეურიეთ 2 გრამი ლუმინოლი, 4 გრამი სოდა, 4 გრამი სულფატი, 5 გრამი ამონიუმი და დაასხით ერთი ლიტრი წყალი;
 

 
5. აიღეთ კონტეინერები ან კოლბები, რომელსაც თქვენ იყენებთ და გამორეცხეთ. გარეცხვის შემდეგ გამოაშრეთ ისინი;
 

 
6. აიღეთ აღნიშნული კოლბები და ჩაასხით ნახევარ-ნახევარი სითხე ორივე ჯამიდან. ანუ წესით ნახევარს გაავსებს პირველი ჯამი, ხოლო მეორე ნახევარს მეორე ჯამი (კოლბებში ორივე ჯამიდან უნდა ჩაასხათ თანაბარი რაოდენობის სითხეები. მაგ: 0,5 ლიტრი პირველი ჯამიდან – 0,5 ლიტრი მეორე ჯამიდან ან 0,2 ლიტრი ერთი ჯამიდან – 0,2 მეორე ჯამიდან და ა.შ);
 

 
7. ოდნავ გაარხიეთ და დაელოდეთ შედეგს.
 

 
თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ თქვენ შენიშნავთ, რომ ცოტა ხანში თქვენს მიერ დამზადებული სითხე ნათებას დაიწყებს.
 

 
უფრო დეტალურად გასარკვევად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.

წინა «
შემდეგი »