როგორ გავაკეთოთ მანგოს ლიმონათი?

  • An'na
  • January 28, 2018
  • 0

მანგოს_ლიმონათიმანგოს წვენი ყველაზე გამაცოცხლებელი სასმელია ზაფხულში. ის შეიცავს ორ გემოს მანგოსას და ლიმონისას. ის უბრალოდ სრულყოფილია ცხელი დღეებისთვის. მას აქვს ბევრი C ვიტამინი და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის!

1. გაწურეთ ხელით ან საწურით ერთი ჭიქა ლიმნის წვენი

2. შეურიე ერთი ჭიქა მანგოს წვენი

3. ურიე სანამ არ გახდება გლუვი

ამისათვის არ დაგჭირდებათ დიდი დრო, რადგან ორივე მათგანი არის სითხე და საკმაოდ მარტივად ერევიან ერთმანეთში!

4. გააცივე წვენი!

შედგით საყინულეში ან ჩაყარე ყინულის კუბები (ეს მხოლოდ თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული). ყინულის კუბების ჩაყრის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მიირთვათ წვენი მალე, მაგრამ თუ შედგამთ საყინულეში ის უფრო შეინარჩუნებს თავის ბუნებრივ გემოსა და სიგლუვეს.

5. ჩაასხით წვენი მაღალ ჭიქაში და ჭიქის კიდეზე დაამაგრეთ ლიმონი

ჩადეთ ჭიქაში საწრუპი და გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »