როგორ გავაკეთოთ ნამდვილი კუბური მოჰიტო

  • writer91
  • July 31, 2012
  • 0

მოჰიტოს შესახებ ალბათ ყველამ იცით და ერთხელ მაინც გაგჩენიათ ამ კოქტეილის სახლში დამზადების სურვილი, სწორედ ამ სურვილის დაკმაყოფილებას შევეცდები აღნიშნული სტატიით.
 
 
 

მოჰიტოს მომზადების ინგრედიენტები

  • თეთრი ან შავი რომი (Bacardi).
  • ლაიმი 1ცალი.
  • 1,5  ჩაის კოვზი შაქარი.
  • 8 ღერი პიტნა.
  • მინერალური წყალი (შეიძლება შვეფსიც)
  • მაღალი ჭიქა.
  • ყინული.

 

მოჰიტოს მომზადების წესი

ჩავყაროთ პიტნის ფოთლები ჭიქაში დავუმატოთ სიროფი (ლაიმი + შაქარი) პიტნის ფოთლები წინასწარ ოდნავ დავჩეჩქვოთ, ისე რომ არომატი მეტი გამოვიდეს.

დავნაყოთ ყინული და ჩავყაროთ ჭიქაში ისე რომ პიტნის ფოთლები დაბლა მოექცეს. ჩავასხათ ჯერ რომი, შემდეგ შვეფსი. ოდნავ მოვურიოთ და მზად არის.

(მოვრთოთ ლაიმით და პიტნით)

წინა «
შემდეგი »