როგორ გავაკეთოთ საახალწლო საჩუქრები ჩვენი ხელით ?

  • ninimate
  • December 18, 2013
  • 0

sachuqari ახალ წელს ყველაზე სასიამოვნო მომენტი საჩუქრების მიღება და გაცემაა. რა თქმა უნდა დღეს საჩუქრის არჩევა არ ჭირს. მაღაზიები უამრავ არჩევანს გვთავაზობს: ულამაზესი ჭურჭელი, ტექნიკა, პარფიუმერია და ა.შ. მაგრამ თუ შთაბეჭდილების მოხდენა ექსკლუზიური საჩუქრით გნებავთ, რომელიც თქვენი ხელითაა გაკეთებული და მასში თქვენი სითბო, სიკეთე და ენერგიაა ჩადებული. მაშინ ეს რჩევები გამოგადგებათ.


ბედნიერების, სიკეთის და კეთილდღეობისთვის.

ეს საჩუქარი არა მარტო ასახავს საახალწლო განწყობას, არამედ ავსებს საერთო გაფორმებას სახლისას.
გასაკეთებლად დაგჭირდებათ: დიდი გაშლილი მრგვალი ჯამი, ერთი დიდი წითელი სანთელი, ბევრი წითელი ვაშლი, კაკალი, და ნაძვის პატარა ტოტები..saaxalwlo
ჯამის შუაგულში ამაგრებთ წითელ სანთელს, დაალაგეთ ირგვლივ ვაშლი, შემდეგ კაკალი და ნაძვის ტოტები ისე, რომ ტოტები ჩანდეს ვაშლებს შორის. ზემოდან ისევ დაადეთ ვაშლები. ამ ნუგბარით შეგიძლიათ გამასპინძლება 19 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ შევსება.

ნაძვის ხე კამფეტებისგან.

ეს არის ლამაზი, დღესასაწაულის შესაფერისი და გემრიელი საჩუქარი. ტკბილეულის არჩევანი შეუზღუდავია და გასაკეთებლადაც ადვილია.
რათა გავაკეთოთ ტკბილი ნაძვის ხე ამისთვის საჭიროა: სქელი ქარალდი, მაკრატელი, მშრალი და დიდი ზომის კამფეტები, რაც შეიზლება ფერად-ფერადი, პატარა გამჭირვალე სკოჩი, ორმხრიანი სკოჩი, სტეპლერი და სქელი ნაძვის ხის წვიმა მომწვანი ფერის.

პირველი ნაბიჯი, სქელ ქაღალდს ვაძლევთ კონუსის ფორმას და ვამაგრებთ სკოჩით ან სტეპლერით.nadzvis xe

მეორედ მაკრატლის დახმარებით, ქაღალდს ვუსწორებთ ძირს, რათა ის მყარად იდგეს.

მესამედ ვიღებთ ნაძვის ხის წვიმას და ქარალდს ძირზე შემოვავლებთ და ვამაგრებთ სტეპლერით.

მეოთხე ჯერზე ვიღებთ ორმაგ სკოჩს და წვიმის ზემოთ შემოვატარებთ, მასზე კი ვამაგრებთ ფერად-ფერად კამფეტებს.

ასე გავაკეთებთ რიგრიგობით წვიმასა და კამფეტებს ბოლო თავამდე.

ნაძვის ხის წვერზე ვამაგრებთ სამ პატარა კამფეტს ბოლოებით ისე, რომ გადაიშალოს.

კამფეტები შამპანურის ბოთლზე.

აიღეთ გაუხსნელი შამპანურის ბოთლი. შემოახვიეთ ორმაგი სკოჩი და ირგვლივ დაამაგრეთ შოკოლადის კამფეტები. თავზე კი გააფორმეთ სასაჩუქრე ბანტით. ლამაზი და გემრიელი საჩუქარია.
kamfetebi botlze

თაიგული კამფეტებისგან

დაგჭირდებათ ფერადი ქარალდი, საჩუქრის შესაკრავი ლენტი, ნაზი ფერის გამჭირვალე ნაჭერი და გრძელი ჩხირები ყუნწებისთვის.
აიღებთ ჩხირს და ქაღალდს. ამ ქარალდში დებთ კამფეტს და აძლევთ ყვავილის ფორმას. ამაგრებთ ჩხირზე და ჩხირს შემოახვევთ მწვანე ფერის ნაჭერს. გააკეთებთ რამდენიმე ცალს შეკრავთ და გააფორმებთ სასაჩუქრე ბანტებით. აიღებთ გამჭირვალე ნაჭერს გამოჭრით რომბის ფორმაზე და ამ შეკრულ თაიგულს ჩადებთ მასში. შემოახვევთ და მასაც გააფორმებთ ბანტებით.
kamfetebis taiguli

წინა «
შემდეგი »