როგორ გავაკეთოთ საიტის მობილური ვერსია

  • Маня
  • მაისი 16, 2013

Mobile-Internet

 

ინტერნეტში ჩართვა ყველა თანამედროვე ტელეფონს შეუძლია. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობაც დღითი დღე  იზრდება, ამიტომ  საიტების მობილური ვერსიების შექმნასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.  ამ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ შეძლებთ საკუთარი პორტალის შექმნას.

უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მობილურის ინტერნეტის სიჩქარე ჩვეულებრივ სტაციონარულ ინტერნეტის სიჩქარეზე ბევრად ნაკლებია. ამასთან პატარა ეკრანით საიტების გვერდების თვალიერება მოსახერხებელი არ არის. ინტერნეტში ჩართვა GPRSის საშუალებით და საიტების მონახულება კი თითქმის შეუძლებელი. ვებ-გვერდების გრაფიკის 90% არაფრის მთქმელი და უსარგებლოა. მათი სიმრავლე კი საიტის ჩატვირთავს ძალიან აფერხებს.

საიტის მობილური ვერსია უნდა იყოს მარტივი და დაუტვირთავი გრაფიკულად. მაქსიმუმ შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი  და მარტივი „ქუდი“ ისიც ცნობადობისთვის. მასალების შერჩვევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ პოსტში ინფორმაცია ლაკონურად უნდა ჩამოაყალიბოთ. ინფორმაციის შერჩევა სწორად უნდა მოხდეს. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ საიტის მობილური ვერსია მოკლებული იქნება გარეგნულ სილამაზეს და მკითხველისთვის ნაკლებად თვალშისაცემი იქნება, ამიტომ მთელი ყურადღება  სათაურებსა და პოსტის შიგთავსზე გადაიტანეთ. მომხმარებელს მოლოდ ამით თუ დააინტერესებთ და გაუადვილებთ საიტის მოხმარებას.Why-You-Need-a-Mobile-Website-to-Prepare-for-Web-3.0

საიტის შექმნისას ყურადღება მიაქციეთ საიტის ელემენტების განთავსებას, მაგ: თუ მენიუ მარცხენა მხარესაა, უკეთესი იქნება თუ მას ზემოთ გააკეთებთ, რათა ძირითადი ნაწილის გაშლა მთლიან ეკრანზე ადვილად მოხდეს.

რაც შეეხება გვერდის სიგანეს, გირჩევთ დააყენოთ maxwidth: 620px. მისი ამ ზომაზე მეტად გაშლა საჭირო არ არის.

საიტის მობილური ვერსიის უმჯობესია გააკეთოთ ცალკე ქვედომენზე, მაგ m.mysite.ruზე.

როდესაც თქვენი საიტი მზად იქნება, საჭიროა მოიფიქროთ, თუ როგორ გადაიყვანთ მომხმარებელს mysite.ru -დან m.mysite.ruზე. ბრაუზერის კოდის ჩამოსატვირთად გადადით http://detectmobilebrowsers.com/  მისამართზე. მაგ: იწერთ PHPსთვის. მიღებული კოდი ჩასვით  index– ფაილში და შეცვალეთ მისამართი header-ის ველში თქვენი მობილური საიტის მისამართით. ამის საშულებით თქვენი ძირითადი საიტის მომხმარებლები, საიტზე მობილურის საშუალებით შესვლისას ავტომატურად გადავლენ საიტის მობილურ ვერსიაზე.

 

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.