როგორ გავაკეთოთ სამციფრიანი მაგიური ოინი?

  • An'na
  • January 31, 2016
  • 0

სამნიშნა რიცხვი1. სთხოვეთ თქვენს მეგობარს მოიფიქროს სამციფრიანი რიცხვი,რომელშიც ასეულის ციფრი მეტია ერთეულისა და ათეულის ციფრზე.  მაგალითად, რიცხვ 321-ში, 3 არის ასეულის ადგილზე,2 ათეულების ადგილზე, 1 კი ერთეულების. ასე რომ, 321,832 და ნებისმიერი მსგავსი რიცხვი გამოგადგებათ.

2.მათ არ უნდა გითხრან რა რიცხვი ჩაიფიქრა,მაგრამ უთხარით რომ ჩაიფიქრონ შებრუნებული რიცხვიც. მაგალითად, 321-ის შებრუნებული რიცხვი იქნება 123 და 832-ის იქნება 238.

3.უთხარით რომ გამოაკლონ რიცხვს შებრუნებული რიცხვი. მაგალითად 321-123=198 და 832-238=594.

4.სთხოვეთ რომ გითხრან სხვაობის პირველი ან ბოლო ციფრი. მაგალითად, თუ პასუხი არის 198,ისინი გეტყვიან ერთს(თუ სთხოვთ პირველ ციფრს) და 8(თუ სთხოვთ ბოლო ციფრს)

5.გამოაკელით რათა გამოიცნოთ მათი ჩაფიქრებული რიცხვი. აი აქ გვჭირდება მათემატიკა. შუა რიცხვი ყოველთვის იქნება 9. იმისათვის,რომ ვიპოვოთ თავდაპირველი რიცხვი, გამოაკელით მათი ნათქვამი პირველი ან ბოლო ციფრი სხვას. სხვაგვარად რომ ვთქვათ,პირველი და ბოლო ციფრის ჯამი ყოველთვის 9-ის ტოლია. ასე რომ შეგიძლიათ ეს ფაქტი გამოიყენოთ რიცხვის გამოსაცნობად.

წინა «
შემდეგი »