როგორ გავაკეთოთ ფანტა?

  • commail.comedyin
  • მარტი 16, 2014

ფანტაფანტა ფორთოხლის კანისგან არის მშვენიერი ნატურალური და სასარგებლო სასმელი. მოდის ზაფხული და ცხელ ზაფხულს ის განსაკუთრებით კარგია. თუ მეგობრებთან ერთად აპირებთ ბუნებაში წასვლას აუცილებლად მოამზადეთ ეს სასმელი. ყინულის და გაზიანი წყლის გემოვნების მიხედვით დამატებაც შეგიძლიათ.

ეს ნატურალური და გემრიელი წვენი განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონებათ. მისი მომზადება არც თუ ისე ძნელია. მის მომზადებას ბევრი ინგრედიენტები და ფული არ ჭირდება და მისი მომზადება ნებისმიერ დროს შეიძლება.

რა დაგვჭირდება:

  • ოთხი ფორთოხლის კანი
  • 300 გრამი შაქარი
  • 3 ლირტი წყალი
  • კიმონის წვენი 2 ჩაის კოვზი

ფორთოხლის გაწმენდაფორთოხალი კარგად გაწმინდეთ ჯაგრისით, იმისათვის რომ მას ცვილი მოაშოროთ, რომელსაც ხილი დაცულობისთვის გამოიმუშავებს. დაასხით მდუღარე წყალი სიმწრის მოსაშორებლად. კანის მოშორება საფრცქვენით შეიძლება ან როგორც თქვენ მოგეხერხებათ. კანი დაჭერით კუბიკებად ან ზოლებად. დაასხით 1 ლიტრი წყალი. ჩაასხით ლიმონის წვენი და დადგით 12-24 საათი. შეიძლება საღამოსთვის დადოთ და დილით გააგრძელოთ ფანტას მომზადება.

 

ფორთოხლის კანიამოიღეთ კანი წყლიდან. წყალი გადაასხით ქვაბში. კანი გაატარეთ ხორცის საჭრელში (ჯობია ორჯერ). გატარებული კანი ჩადეთ იმ წყლიან ქვაბში რომელიც გადადეთ. დაასხით კიდევ 2 ლიტრი ცივი წყალი და დააყარეთ შაქარი. ქვაბი ცოტა ხნით დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე, მაგრამ არ აადუღოთ. როდესაც ქაფი ამოვა, მაშინვე მოაშორეთ ფანტიანი ქვაბი და გააციეთ.

ფორთოხლის წვენიგაფილტრეთ მიღებული ნარევი, ცედრა შეიძლება გაყინოთ მაცივარში და გამოიყენოთ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმში. ფანტა ჩაასხით ჭიქაში და შეინახეთ მაცივარში. დალიეთ ცივი. მოხმარებამდე შესაძლებელია დაამატოთ გაზიანი წყალი ან ყინული.

 

ფორთოხლის წვენიეს გემრიელი, ვიტამინებით სავსე სასმელი, კონსერვანტების გარეშე აუცილებლად მოგეწონებათ.

 

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.