როგორ გავაკეთოთ ფრანგული ბოსტანი ?

  • ninimate
  • February 15, 2014
  • 0

bostnis bagiიწყება გაზაფხული, თბილი და მზიანი ამინდი, საუკეთესო პერიოდი რათა ყველაფერი გამწვანდეს, აყვავდეს და გაიფურჩქნოს. ეს დრო საუკეთესოა ბოსტნეულის დასათესად და მოსაყვანად. მათ კი ვისაც სურს გააკეთოს განსხვავებული ბოსტანი, მაგალითად: ფრანგული, ეს სტატია დაეხმარება ამ გეგმის განხორციელებაში.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავაკეთოთ ფრანგული ბოსტანი ჩვენი ხელით ?

ბოსტანი კეთდება მარტივად, ამისთვის კი საჭიროა:

1. სურვილი, იყოს ლამაზი.

2. მეტრიანი ჯოხი, ზომის ასაღებად.

3. გრძელი თოკი, თანაბარი სიგრძის კვადრატის გასაკეთებლად.

4. ბარი, თოხი და ფოცხი.

5. კვადრატული თანაბარი ზომის მიწა.

და კიდევ ერთი რჩევა, გამოგადგებათ ძველი ხალიჩა, ფიცრები და ყველაფერი ის, რის დაფენასაც შეძლებთ. მათი საშუალებით კომფორტულად იმოძრავებთ ნათესებს შორის და ვიზუალურადაც ლამაზი იქნება.

ეს არის სქემა ბაღისა, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ

bagis sqema

მიწა გამოიყურება ასე

miwa botnistvis.

ამისთვის დაგჭირდებათ კვადრატული ფორმის ნაკვეთი. მისი ზომა დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და შესაძლებლობებზე.

არჩევთ დასათეს ადგილებს, დაბარავთ, გააფხვიერებთ და მოამზადებთ დასათესად.

  • რომ დავახარისხოთ მიწა და გავანაწილოთ სურვილისამებრ, უნდა გამოვიყენოთ მეტრიანი ჯოხი და თოკი, რის საშუალებითაც გავაკეთებთ ზუსტად თანაბარი მიწის ნაწილებს. ჯერ გააკეთებთ ცენტრს, რომელსაც ექნება წრის ფორმა და მივყვებით ზემოთ ნაჩვენები სქემის მიხედვით. არჩეულ მიწის ნაწილს მონშნავთ ჯოხით და თოკით გააკეთებთ დიაგონალს.
  • ცენტრზე მიბმული თოკის დახმარებით ადვილად მონიშნავთ მიწის სასურველ ფორმას.
  • როდესაც მონიშნავთ დასათეს მიწას, ცენტრში წრიული მიწის გარშშემო და მის ირგვლივ აზომილ მიწებს შორის გააკეთეთ ბილიკები. ეცადეთ ეს ბილიკები ისე გაჭრათ, რომ მიწა,რომელზეც დათესავთ ნათესებს, იყოს უფრო მაღლა. ეს კიდევ უფრო თვალში საცემს გახდის იმ ფორმას, რისი მიღებაც გსურთ.
  • დარჩა მხოლოდ მიწის გაფხვიერება და გამზადება დასათესად, რის შემდეგაც თქვენი სურვილისამებრ შეარჩევთ, რას დათესავთ გამზადებულ მიწაზე.

 

franguli bostani

როდესაც ყველაფერ ამას გააკეთებთ, შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ფანტაზია და გემოვნება. გააფორმეთ და გაალამაზეთ ბოსტანი, როგორც თქვენ მოგწონთ და გესიამოვნებათ. საბოლოოდ მიიღებთ ბოსტანს, რომელიც არა მარტო თქვენს საყვარელი ბოსტნეულს მოგცემთ, ასევე გაახარებს თვალსაც თავისი სილამაზით.

ერთიანობაში ბაღს სადაც გააკეთეთ ბოსტანი ექნება ყვავილის ფორმა და თქვენი ბაღი იქნება სასარგებლოც და ესთეტიურადაც მშვენიერიც.

ასე, რომ შეიტანეთ სიახლე და გააკეთეთ განსხვავებული, ლამაზი და დახვეწილი ბოსტანი. დამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველოში სიმცირეა ესთეთიკურად მოვლილი და გალამაზებული ბაღებისა. არადა თუ მაინც დებ შრომას იმაში, რომ დაამუშავო ბაღი, ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს გააკეთო ეს ყველაფერი ისე, რომ თვალისთვისაც სასიამოვნო იყოს. მითუმეტეს, როცა ეს არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს.

გისურვებთ წარმატებას და უხვმოსავლიან მშვენიერ ბოსტანს.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ფოტოებს ფრანგული ბოსტნისა, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით მის შესახებ.

mza bostani

bostani

natesebi

აქვე ვდებ ვიდეოს, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ.

წინა «
შემდეგი »