როგორ გავაკეთოთ ფრაპუჩინო?

  • An'na
  • იანვარი 19, 2018

ფრაპუჩინოსახლში მომზადებულ კარგ ფრაპუჩინოს მარტივად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ყავის მაღაზიებსა თუ კაფეებში გაკეთებულ ყავას. და კიდევ ერთი სახლში გაკეთებული უფრო იაფი დაგიჯდება ვიდრე ნაყიდი. ერთხელ ისწავლი ფრაპუჩინოს გაკეთებას და მას ვეღარ შეელევი!

ინგრედიენტები:

  • 44-დან 88 მილილიტრამდე ესპრესო
  • 1/3 ჭიქა რძე
  • ერთი სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჭიქა ყინულის კუბი
  • 2 სუფრის კოვზი შოკოლადის სიროფი

ფრაპუჩინოს მომზადების მარტივი მეთოდი

1. მოამზადეთ ესპრესო

დაგჭირდებათ 44-დან 88 მილილიტრამდე ესპრესო.

2. გააციეთ ესპრესო და ჩაასხი ბლენდერში

დაელოდეთ დადგეს ოთახი ტემპერატურაზე შემდეგ შედგით საყინულეში ან მაცივარში. დააცადეთ სანამ არ გაცივდება შემდეგ გამოიღეთ და ჩაასხით ბელნდერში.

3. დაამატეთ როგორი რძეც გნებავთ

ჩვეულებრივი რძე სტანდარტია, მაგრამ თქვენ შეგიძლია გამოიყენო უცხიმო ან საერთოდაც სოიოს რძე.

4. დაამატეთ შაქარი და სიროფი

თქვენ დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი შაქარი და ორი კოვზი სიროფი.

  • თუ აკეთებ კარამელის ფრაპუჩინოს, გამოიყენე 1 კოვზი კარამელის სოუსი და 3 კოვზი კარამელის სიროფი.

5. დაამატეთ ყინული.

გამოიყენეთ 1 ჭიქა ყინული. თუ გაქვს სურვილი გამოიყენეთ 2 ჭიქა ყინული.

6. ათქვიფეთ ფრაპუჩინო სანამ გლუვი არ გახდება.

ამ პროცედურისათვის დაახლოებით 30 წამი დაგჭირდებათ. თქვეფისას პერიოდულად გააჩერეთ ბლენდერი და დაუბლენდერებელი ნაწილები მოაქციეთ ბლენდერის ძირში..

7. ჩაასხით ფრაპუჩინო შუშის ჭიქაში.

დაამატე ათქვეფილი კრემი და შოკოლადის სიროფი.

წინა «
შემდეგი »