როგორ გავაკეთოთ ყავის ყინულის კუბი?

  • An'na
  • იანვარი 20, 2018

ყავის_კუბებიცხელ დღეს, ცივი ყავა გაგრილების ის საშუალებაა რაც გინდა, რომ მიიღო. ყავის გაციება კი ყავის ყინულის კუბებით ყველაზე კარგი გზაა და თან ყველაფერთან ერთად ყავაც ინარჩუნებს თავის ბუნებრივ გემოს.

ყავის ყინულის კუბები ძალიან მარტივად მზადდება და შესაბამისად მისი ინგრედიენტებიც ძალიან მარტივი და ადვილად მისახვედრია:

  • 1 1/2 ჭიქა ახალი ადუღებული ყავა
  • სიტკბო (შაქარი ან თქვენთვის სასურველი ყავის დანამატი) გემოსთვის

1. ჩაასხით ახალი ყავა ყინულის ფორმებში

2. მოათავსეთ ყინულის ფორმა საყინულეში

3. გაყინეთ ყავის სითხე სანამ არ გამყარდება და შემდეგ გამოიღე

4. დაამატეთ ყინულის კუბები იმ სასმელს (არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეს იქნება ცივი ყავა თუ რომელიმე წვენი) რომელიც მოგწონთ.

ყავის_ყინულის_კუბები

ასევე ძალიან კარგია ყინულის კუბების ჩაყრა ჭიქაში და ნელ-ნელა ცხელი ყავის დამატება მუსთან, ნაღებთან ან რძესთან ერთად. როდესაც დადნება ყინული, გააციებს და მარტივად შეერწყმება ყავას. ასევე შეგიძლიათ ეს კუბები ჩაყაროთ რძეში ან შოკოლადის იოგურტში. მიყევით ამ ნაბიჯებს, გააკეთეთ ეს ყინულები და ისიამოვნე!

წინა «
შემდეგი »