როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პასტა ნუტელა (Nutella)?

  • Creed
  • June 10, 2013
  • 0

შოკოლადის პასტა-ihow.geბევრი ჩვენთაგანი დიდი სიამოვნებით მივირთმევდით ნუტელას ყოველი საკვების მიღებისას. მისი დამზადება შესაძლებელია სახლის პირობებშიც. თუ გავუყვებით ამ რეცეპტს, დაამზადებთ თითქმის მსგავს პასტას როგორიცაა ნუტელა. განსხვავება მხოლოდ იქნება ხელოვნურ არომატიზატორების, გამასქელებლის და კონსერვატების უქონლობაში. სცადეთ დამოუკიდებლად გააკეთოთ ეს ტკბილეული თქვენი ოჯახისთვის.

 

 

რა დაგვჭირდება?

  • კაკაო – 4 სადილის კოვზი
  • შაქრის პუდრა – 0,5 ჭიქა
  • მშრალი რძე – 3 სადილის კოვზი
  • რძე – 150 მლ.
  • მიწის თხილი – 3 სადილის კოვზი
  • კარაქი – 1 შეფუთვა
  • ვანილი

კაკაო-ihow.geრაიმე ჭურჭელში მოვათავსოთ კაკაო, პუდრა, მშრალი რძე, ვანილი და ავურით ეს ყველაფერი. ასევე შესაძლებელია შაქრის პუდრა შევცვალოთ შაქრით და მშრალი რძე, კი – ხორბლის ფქვილით. მაგრამ თუ გვსურს რომ მივიღოთ ნუტელას გემო, მაშინ უმჯობესია არაფერი შევცვალოთ.

 

 

რძე-ihow.geთანდათანობით ჩავასხათ რძე და პარალელურად ვურიოთ ისე, რომ არ დარჩეს კოპები. ამ ეტაპზე ჭურჭლის არომატული შემცველობა ძალიან დაემსგავსება შოკოლადის რძეს.

 

 

 

შოკოლადის პასტა დამზადების პროცესში-ihow.geშემდგომ ეს გადავასხათ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. თან ვურიოთ სანამ არ ადუღდება. დავაკვირდეთ რომ მიღებული პასტა არ დაიწვას და არ მიეკროს ქვაბს.

 

 

 

ნუტელა და თხილი-ihow.geშემდგომ დავფქვათ თხილი, ჩავყაროთ პასტის მასაში და დავამატოთ კარაქი. დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. თუ თხილის ნაცვლად გამოვიყენებთ არახისს, მაშინი საბოლოო გემო არ დაემსგავსება ნუტელას.

 

 

 

ნუტელა გული-ihow.geმოვხსნათ ცეცხლიდან და გავაციოთ. გამოვა ძალიან გემრიელი, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, თუ იმ დღესვე არ მიირთმევთ მთლიანად. :)

წინა «
შემდეგი »