Google

როგორ გავაკეთოთ ცხელი ბუტერბროდი “ჭიამაია”

დაწერილია:June 9, 2013

ჭიამაიას ბუტერბროდი-ihow.geგნებავთ გააოცოთ თქვენი სტუმრები ორიგინალური წასახემსით? ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ გეწვევათ მოულოდნელი სტუმარი. და ამავდროულად თქვენ არ გაქვთ მზად რაიმე საკვები რომ გაუმასპინძლდეთ. არაა სავალდებულო ყოველთვის სუფრის გაშლა, ამისთვის კაი ვარიანტია სხვადასხვანაირი ბუტერბროდების დამზადება. გთავაზობთ ბუტერბროდი “ჭიამაიას” დამზადების რეცეპტს.

 

 

რა დაგვჭირდება?

  • ური ტოსტებისთვის
  • ყველი
  • პომიდორი
  • ზეთის ხილი
  • მაიონეზი

პირველი ნაბიჯი:

დავჭრათ პური, მოვათავსოთ ტოსტერში ან მიკროტალღოვან ღუმელში, სანამ სასიამოვნოდ არ დაიბროწება. პურის ნაჭრები დავალაგოთ სინზე რომელსაც შემდგომ მოვათავსებთ მიკროტალღოვან ღუმელში. პურს წავუსვათ თხელი ფენა მაიონეზი. მაიონეზის ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი ყველი (ყველი თავისი ფართობით მთლიანად უნდა ფარავდეს პურს)

მეორე ნაბიჯი:

გავრეცხოთ პომიდვრები და გადავჭრათ ორ შუაზე. ყველა პომიდორს ამოვაჭრათ ყუნწის ადგილი, ისე რომ დაემსგავსოს ჭიამაიას ჩაწერტილებულ ფრთებს. შემდგომ ზეთის ხილი დავჭრათ გასწვრივ ნაჭრებად – ეს იქნევა ჭიამაიას თათი. ზოგი კი დავჭრათ მეოთხედებად – ეს კი იქნება ჭიამაიას თავი. ძაან პატარა ნაკუწები კი გამოვიყენოთ როგორც კოპლები მის ზურგზე.

მესამე ნაბიჯი:

ცოტათი გაგრილებულ ბუტერბროდზე დავდოთ პომიდორი, თავი და თათები. სურვილისამებრ გავალამაზოთ მწვანილით. თუ პომიდვრები პატარებია მაშინ ბუტერბროდი იქნება როგორც კანაპე, ერთ კმეჩაზე. დიდები კი ძალიან კოხტად გამოიყურება თეფშზე.

ასევე წაიკითხეთ . . .

Translate »