როგორ გავაკეთოთ ხელნაკეთი სამაჯური ( დამწყებებისთვის)

  • Маня
  • აგვისტო 16, 2012

ხელნაკეთი ნივთები არასოდეს გადადის მოდიდან. პრანჭია ქალბატონებს შესაძლებლობა გეძლევათ გააკეთოთ განუმეორებელი ნივთი და გახდეთ ყველასაგან გამორჩეული.

ხელნაკეთი სამაჯურები კეთდება სხვადასხვა მასალისგან, მაგრამ ძირითადად მათ დასაწნავად იყენებენ მულინეს ძაფებსა და ბისერს.

სამაჯურის გასაკეთებლად ჩვენ დაგვჭირდება :

● მულინეს ძაფები, 6 სხვადასხვა ფერი

● წებოვანი ლენტა (სკოჩი) ან გულსაბნევი

● მაკრატელი

 

სამუშაოს დასაწყებად

დაჭერით 12 ცალი 60 სანტიმეტრიანი ძაფი, ორ–ორი ძაფი ერთი ფერის.

ძაფები ერთად თანატოლად დააწყვეთ და განასკვეთ

ძაფები ისე დააწვეთ , რომ ერთნაირი ფერები ერთად არ მოხვდეს

 

ვიწყებთ მარცხენა მხრიდან. ავიღოთ პიორველივე განაპირა ძაფი. (ჩვენს შემთხვევაში წითელი ძაფი) და მომდევნო (სტაფილოსფერ) ძაფთან გავნასკვოთ. ამისთვის წითელი ძაფი სტაფილოსფერი ძაფის ზემოთ გამოვატაროთ, ისე რომ წარმოიქმნას 4–იანის მსაგვის ფიგურა, შემდეგ კი წარმოქნილ კვანძში გავატაროთ.

ნასკვი ზემოთ ავწიოთ, სტაფილოსფერ ძაფზე კიდევ ერთი ნასკვი გავაკეთოთ და შემდეგ წითელი ძაფით იგივე მეთოდით გავაგრძელოთ დაწვნა შუამდე. არ დაგვავიწყდეს რომ თითო ძაფზე ვაკეთებთ ორ–ორ ნასკვს.

ახლა ავიღოთ მარჯვენა განაპირა წითელი ძაფი. და ვწნავთ იგივე მეთოდით ოღონდ მარჯვნიდან მარცხნივ. ნასკვის გაკეთებისას წარმოიქმნება გადმობრუნებული 4–ანი.  ვქსოვთ სამაჯურის შუა ნაწილამდე.

ჩვენ მივედით შუა ნაწილამდე, შუაში ორი წითელი ძაფი. მარჯვენა წითელი ძაფით ორჯერ განასკვეთ მარცხენა ძაფი.  სამაჯურის პირველი რიგი დასრულებულია!

 

ანალოგიური მეთოდით ბოლომდე გააგრძელეთ ქსოვა და თქვენი ახალი აქსესუარიც მზადაა!

წინა «
შემდეგი »