როგორ გავაკეთოთ ხილის ყინული ლაიმის და კივის გემოთი?

  • Creed
  • June 8, 2013
  • 0

მაზა ყინულები-ihow.geაი, უკვე მოვიდა მხიარული ზაფხული! რა თქმა უნდა გვსურს რაიმე გემრიეილი, მსუბუქი, გამაგრილებელი და მატონიზირებელი. გთავაზობთ გააკეთოთ ხილის ყინული კივისგან და ლაიმისგან. იგი შეიცავს მინიმუმ კალორიების და დამიჯერეთ არანაირ ზეგავლენას მოახდენს თქვენს გარეგნობაზე.

 

 

რა დაგვჭირდება?

  • გაფილტრული წყალი – 500 მლ.
  • პიტნის ფოთლები – 60 გრ.
  • შაქარი – 150 გრ.
  • რომი – 30 მლ.
  • ლაიმის წვენი – 250 მლ.
  • კივი – 6 ცალი
  • ფორმები ნაყინისთვის და ესკიმოს ჯოხები.

პირველი ნაბიჯი:

პიტნის ფოთლები-ihow.geგადავარჩიოთ პიტნის ფოთლები. ჩადეთ ფოთლები ქაფქირში და კრანის თბილი წყლის ქვეშ ზედმიწევნით გარეცხეთ, დაელოდეთ სანამ წყალი ბოლომდე არ დაიწკრიტება.

 

 

 

მეორე ნაბიჯი:

პიტნის წვენი-ihow.geქვაბში ჩაასხით გაფილტრული წყალი და დადგით ღუმელზე. წყალი როდესაც ადუღდება ჩაყარეთ 150 გრამი შაქარი და მოურიეთ სანამ მთლიანად არ განზავდება. შემდგომ ჩაყარეთ პიტნის ფოთლები. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში და პერიოდულად ურიეთ. მიღებული ნახარში საწურიში მოათავსეთ და გააგრილეთ.

 

 

მესამე ნაბიჯი:

კივი-ihow.geგავრეცხოთ და გავფრცხვნათ ექვსივე კივი, 5 მათგანი გავჭრათ შუაზე, ხოლო 1 კივი კი საშუალო რგოლებად. ამ რგოლებს შუაგულში გავუკეთოთ პატარა ჰორიზონტალური კვეთები (რგოლები სხვა თეფშე გადავდოთ და შევინახოთ). ავიღოთ რაიმე ღრმა სათავსი, შიგ მოვათავსოთ პიტნის ნახარში, დავამატოთ კივი, ლაიმის წვენი, რომი და პლენდერის საშუალებით ავთქვიფოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია ამოვიღოთ კივის პატარა მარცვლები.

 

მეოთხე ნაბიჯი:

ყინული ლაიმისა და კივისგან-ihow.geავიღოთ ნაყინის ფორმები და შიგ ჩავასხათ მიღებული ნარევი. შემდგიმ განვათავსოთ მაცივარში 1 საათით. დროის ამოშურვისთანავე ამოვიღოთ ეს ფორმები და ზემოდან ყინულს დავადოთ გადადებული კივის რგოლები. კივის ნაკვეთებში მოვათავსოთ ესკიმოს ჯოხები. შეგვიძლია ნაყინის ფორმები განვათავსოთ საყინულეში, თუ იმავდროულად არ შეჭამთ.

 

 

გაამოთ და მიიღეთ სიამოვნება.

წინა «
შემდეგი »