როგორ გავაკეთოთ 3D სათვალე სახლის პირობებში ?

  • ninimate
  • ნოემბერი 12, 2013

9215186თანამდეროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა საშუალება, უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ნანახი მოვლენები აღვიქვათ, შევიგრძნოთ და დავინახოთ ახალი ფორმატით. საუბარია 3D ფორმატზე. ამ ეფექტის დამსახურებით შეგიძლიათ გამოსახულებიდან სრულიად განსხვავებული შეგრძნებისა და ემოციის მიღება. დღეს თითქმის ყველა კინოთეატრშია შესაძლელელი ფილმის ნახვა ამ ფორმატში. შეგრძნება კი ისეთია, თითქოს ფილმის ნაწილი ხართ. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ უკვე სახლში მშვიდად შეიძლება 3D გამოსახულების ნახვა საკუთარ კომპიუტერთან. ამისთვის კი საჭიროა სპეციალური სათვალის შეძენა, მაგრამ ასევე ადვილია მისი სახლში გაკეთებაც.

3D სათვალის გასაკეთებლად სახლის პირობებში საჭიროა:

  •  ჩვეულებრივი მზის სათვალე, რომელიც აღარ გჭირდებათ და პლასტიკატი;
  •  წითელი და ლურჯი სათვალე;
  •  პლასტიკატის ბოთლი.

მზის სათვალიდან ამოიღეთ მინები, საჭიროა ჩარჩო. ამიტომ ყველაზე იაფიანი სათვალის შეძენა ყველაზე კარგი ვარიანტია ამ მომენტისთვის.

პლასტიკატის ბოთლიდან გამოჭერით ლინზები, ჩარჩოს ზომის. შეგიძლიათ ამოცლილი მინები გამოიყენოთ თარგად.
kid-active-3d-glasses-650x403
შეღებეთ მარკერით გამჭირვალე ლინზა. საჭიროა იცოდეთ, რომ მარცხენა თვალის ლინზა უნდა იყოს შეღებილი წითლად, ხოლო მარჯვენა მხარე ლუჯად.

შეღებილი ლინზები ჩასვით ჩარჩოში და 3D სათვალეც მზადაა. როგორც ხედავთ საკმაოდ მარტივი და ადვილია მისი გაკეთება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.