როგორ გავაკეთო ეფექტური პრეზენტაცია?

  • geniosa1991
  • ივლისი 28, 2014

პრეზენტაციარა არის პრეზენტაცია?

სიტყვა პრეზენტაცია (presentation), როგორც ლათინურიდან, ისე ინგლისურიდან, გერმანულიდან თუ ფრანგულიდან ითარგმნება როგორც წარმოდგენა, რომელიც თავის მხრივ ქართულ ენაში განიმარტება როგორც რაიმეს ჩვენება (სპექტაკლი), გონებით წარმოსახვის, შეხედულების შექმნას, ანუ ნებისმიერი სახის პრეზენტაცია წარმოადგენს მცდელობას შევუმნათ დადებითი (შეიძლება უარყოფითიც) განწყობა-შეხედულები პრეზენტაციის საგნის მიმართ.

იმისათვის რომ პრეზენტაცია იყოს ეფექტური საჭიროა დავგეგმოთ როგორ მოვამზადოთ, რა პროდუქტზე ან თემაზე ვაკეთებთ პრეზენტაციას,  რა გამოვიყენოთ, ვიცოდეთ ტექნიკური საშუალებები და რაც მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრეზენტაცია იყოს საინტერესო, ლაკონური და ინფორმაციული.

როგორ მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის?

პირველ რიგში, ვიფიქრებთ თემას ან ვიაზრებთ უკვე არსებულ თემას, დავწეროთ ან გონებაში დავალაგოთ ტექსტი, რომლითაც უნდა ვესაუბროთ/გავაცნოთ აუდიტორიას, დავხვეწოთ, გამოვიყენოთ მარტივი სიტყვები და წინადადებები, კიდევ ერთხელ გავამარტივოთ, სწორად ავაგოთ კონსტრუქცია: შესავალი – ძირითადი ნაწილი – დასკვნა/შეჯამება. ასევე მზად უნდა ვიყოთ თემიდან რაიმე გადახვევისთვის. უნდა ეცადოთ წინასწარ განსაზღვროთ კითხვები, რომლებიც შეიძლება გაუჩნდეს აუდიტორიას და მათი პასუხები ჩადოთ პრეზენტაციის პროცესში, ან მზად გქონდეთ პასუხები კითხვებზე.

დაგეგმვისას განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია. არსებობს სეგმენტირების რამდენიმე შესაძლებლობა: კოლეგები, რომელთაც ვუზიარებთ გამოცდილებას ან ვაცნობთ სიახლეებს, მოსწავლეები, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ ჩვენგან და ასევე ვალდებულებიც, მოგვისმინონ, (თუმცა არ ნიშნავს რომ უინტერესო პრეზენტაციას მოისმენენ), დონორები, რომლებიც უნდა დავაინტერესოთ ჩვენი პროექტით, დაფინანსების მისაღებად, კლიენტი, რომელიც უნდა დავაინტერესოთ პროდუქტით და ა.შ. აქედან გამომდინარე ყველა სხვადასხვა ინტერესით და მოტივაციით ხასიათდება, ამიტომ პრეზენტაცია უნდა მოვარგოთ ასევე მათ ინტერესებსაც.

იმისათვის რომ ზოგადად გავხდეთ კარგი პრეზენტატორები და ასევე გავაკეთოთ კონკრეტული პრეზენტაცია კარგად, მიზანშეწონილია პრეზენტატორმა ივარჯიშოს სარკესთან ლაპარაკში, რთული სიტყვების და წინადადებების გამოთქმაში, და ა.შ.   აუცილებელია ეგრეთწოდებული eyes contact და ჟესტიკულაციის მართვა და სხვა მრავალი ნიუანსების გათვალისწინება. ამით უნდა დავეჩვიოთ დაბნეულ მზერას და თვალების ცეცებას აუდიტორიაში (მზერა უნდა იყოს დამაჯერებელი) და უაზრო და არაფრისმთქმელი ჟესტების კეთებას ხელებით.

რა შეიძლება გამოვიყენოთ?

პრეზენტაციის ყველაზე საინტერესო მხარეა თემა, თუმცა რაც არ უნდა საინტერესო თემა გვქონდეს და საინტერესოდ გვქონდეს აწყობილი ტექსტი, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინოებას. 

თვალსაჩინოებად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქაღალდები ნახატების, ნახაზების თუ დიაგრამების სახით, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები გვიმარტივებს ამ საქმეს

Microsoft powerpoint-ით შეგვიძლია მარტივად ავაწყოთ მეტად ინფორმაციული, საინტერესო, ვიზუალურად კარგად აღსაქმელი თვალსაჩინოება – სლაიდ შოუ. სლაიდები უნდა იყოს მარტივი, სადა, ადვილად აღსაქმელი, ინფორმაციულად საშუალო დონეზე დატვირთული.

გარდა ამ პროგრამისა შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა მსგავსი პროგრამები. ასევე სლაიდების აწყობა შესაძლებელია apple-ის ან android-ის პროდუქტებით. მობილურით აწყობილი სლაიდები მეტად მოსახერხებელია წარსადგენად: შეგვიძლია მობილურიდანვე ვაჩვენოთ პროექტორის, ტელევიზორის ან რაიმე მონიტორის გამოყენებით. ასევე შეგვიძლია მობილურში დავაყენოთ Presentation Remote Control, რომელიც გვაძლევს საშუალებას სლაიდი გადავრთოთ კომპიუტერთან მიუსვლელად, ვაკონტროლოთ დრო და ა.შ.

როგორ გავაკეთოთ პრეზენტაცია?

მომზადების ეტაპის შრომატევადობის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზენტაციის გაკეთებაა. ამ დროს ძალიან ბევრ ნიუანსს უნდა მიექცეს ყურადღება.

პირველ რიგში პრეზენტატორი უნდა იყოს კარგად დასვენებული. აუცილებელია დაიცვას ე.წ. დრესკოდი. ანუ ტანსაცმელი უნდა შეარჩიოს ისე რომ იყოს ოფიციალური, თუმცა ამავდროულად უნდა გაითვალისწინოს აუდიტორიის ტიპი და პრეზენტაციის თემაც.

ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზე პრეზენტატორმა უნდა გადაამოწმეს ტექნიკური საშუალებების მუშაობა, მოაწყოს ისინი ისე, რომ პრეზენტაციის ჩატარებისას შეექმნას კომფორტი, შეამწმოს ხმა აუდიტორიაში რამდენად ისმის, ხსნის თუ არა ინფორმაციას საპრეზენტაციო კომპიუტერი და პროექტორი, ჩანს თუ არა კარგად გამოსახულება და ა.შ.  (კარგი იქნება, თუ ტექნიკურ საშუალებებთან ერთად აუდიტორიის გარეშეც გააკეთებს პრეზენტაციას რეპეტიციისთვის)

პრეზენტაციის დაწყების დაგვიანება არაა სასურველი, თუმცა თუ აუდიტორია აგვიანებს შეიძლება 5-7 წუთი დაველოდოთ, თუმცა დიდხანს ლოდინი უკვე მოსული მსმენელის შეურაწყოფაა.

საუბრისას უნდა მოვძებნოთ წერტილები აუდიტორიაში საითაც ხშირად მივმართავთ მზერას, ან ადამიანები, რომლებიც გვიმზერენ კეთილგანწყობილად, (ისინი გაგვამხნევებენ), ხშირად გავიღიმოთ და შევქმნათ კეთილგანწყობილი გარემო.

უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა, რომ ყველამ გაიგონოს და მივიტანოთ სათქმელი შეძლებისდაგვარად ყველა მსმენელამდე. სასურველია, სლაიდები გადაგვირთოს დამხმარემ ან გადავრთოთ Remote Control-ის საშუალებით, რათა არ შეგვექმნას პრობლემა კომპიუტერიდან მოშორების და სლაიდის გადასვლისას უკან დაბრუნებისას პაუზების შექმნის. (პაუზა და სიჩუმე ინტერესს აკარგვინებს მსმენელს)

ჩაატარეთ პრეზენტაცია სწრაფად. რაც არ უნდა მოცულობითი იყოს თემა, ეცადეთ ჩაეტიოთ 15 წუთში. იმ შემთხვევაში თუ თემა, დიდია შემოიფარგლეთ მხოლოდ თეზისებით და ძირითადი ინფორმაციით. ნუ გექნებათ განცდა, რომ მთელ ინფორმაციას დაიმახსოვრებს აუდიტორია. პრეზენტაციისას გადაცემული ინფორმაციის მაქსიმუმ 60-70% დაილექოს პიროვნებების მეხსიერებაში. ასე რომ ნუ გადატვირთავთ მსმენელებს, მიაწოდეთ ინფორმაცია ზომიერად და უზრუნველყავით ინფორმაციის ფარული გამეორებაც, უკეთ დამახსოვრებისთვის.

აუცილებლად აკონტროლეთ დრო, რომელიც წინასწარ გექნებათ გათვლილი და გაითვალისწინეთ დრო კითხვებისთვის. შეიძლება კითხვა უინტერესო იყოს, მაგრამ ეცადეთ მას გაცეთ ამომწურავი პასუხი, რომ მიიღოთ შემდეგი კითხვა და კეთილგანწყობა. ასევე შეიძლება კითხვა ეხებოდეს იმას, რაც უკვე თქვით. ამ შემთხვევაშიც გაეცით სრული პასუხი, რადგან მოგეცემათ საშუალება კიდევ ერთხელ გაიმეოროთ ინფორმაცია და დაამახსოვროთ მსმენელს.

კითხვების ამოწურვის შემდეგ ეცადეთ დასკვნა/შეჯამება კიდევ ერთხელ გააჟღეროთ და უზრუნველყოთ აუდიტორიაში ტაშის განწყობა დამამთავრებელი ფრაზებით. ტაში უნდა დავიმსახუროთ კარგი პრეზენტაციით. თუ აუდიტორიამ დაგვიკრა ტაში, შეგვიძლია ჩვენი პრეზენტაცია შევაფასოთ როგორც მიზანმიღწეული.

გისურვებთ კეთილგანწყობილ აუდიტორიებს და მხურვალე ტაშს!!!

წინა «
შემდეგი »