როგორ გავაკეთო საფერფლე საკუთარი ხელით?

  • xFamE
  • May 29, 2015
  • 0

ხელნაკეთი ნივთებიამ სტატიაში შემოგთავაზებთ ორ მეთოდს, თუ როგორ შეიძლება საფერფლის გაკეთება საკუთარი ხელებით. ამისათვის ვიყენებთ ალუმინის ქილას. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს რომელიმე გაზიანი სასმელის, ლუდის და ა.შ. მიყევით ქვემოთ ნაჩვენებ მეთოდებს და გააკეთეთ საფერფლე საკუთარი ხელით.

 

მეთოდი 1:

დასაწყისისთვის მოვაჭრათ ქილას ზემოთა ნაწილი. შემდეგ მაკრატლის გამოყენებით ქილის გვერდები დავჭრათ სწორ ზოლებად და მოვღუნოთ ისე, რომ გადაეფარონ ერთმანეთს, ისე როგორც ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე, მანამდე სანამ საფერფლე არ იქნება მზად. იყავით ფრთხილად, რადგან ქილის ნაპირები საკმაოდ ბასრია.

საფერფლე

 

მეთოდი 2

მოაშორეთ ქილას ზემოთა ნაწილი, შემოახვიეთ მას ქაღალდის “სკოჩი”. ამის შემდეგ ქილას მთელ ზედაპირზე წაუსვით წებო და დაიწყეთ თოკის შემოხვევა, ისე როგორც ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე. რეზულტატში თქვენ მიიღებთ ლამაზ საფერფლეს, რომელიც გააკეთეთ საკუთარი ხელებით.

კოლა

 

წინა «
შემდეგი »