როგორ გავარჩიოთ ბრილიანტი ნამდვილია თუ არა

  • ihow.ge
  • იანვარი 21, 2012

ეს სტატია მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის თუკი საყვარელი ადამიანისათვის ბრილიანტის სახით საჩუქრის გაკეთებას აპირებთ, ან უბრალოდ გაინტერესებთ თქვენი ბრილიანტი  ნამდვილია, თუ უბრალოდ განეკუთვნება იმ ქვათა კატეგორიას, რომლებიც გვანან ბრილიანტს.

ბრილიანტის შემოწმების ყველაზე კარგი ვარიანტი არის ნაცნობ და სანდო იუველირთან მისი გადამოწმება, რათა გამოვრიცხოთ მისი დაზიანების რისკი, მაგრამ ეს შეიძლება გარკვეულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. ხოლო ბრილიანტის შეძენისას, სავარაუდოდ, იუველის თან ვერ ატარებთ.

სწორედ ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ დაგვეწერა სტატია იმაზე, თუ როგორ შეიძლება სრულიად გამოუცდელმა ადამიანმა დაადგინოს ბრილიანტის ნამდვილობა.

მოითხოვეთ სერთიფიკატი

არსებობს ბრილიანტის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ავტორიზებული ორგანიზაციები და ლაბორატორიები მაგ: GIA, AGSL, LGP  და PGGL ან დამოუკიდებელ შემფასებელთა ჯგუფები, რომლებიც განეკუთვნებიან მაღალი კლასის ორგანიზაციებს. სერთიფიკატის წარმოდგენა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბრილიანტს ყიდულობთ ინტერნეტის მეშვეობით.

გაიხედეთ მასში

ბრილიანტს აქვს მაღალი “გარდატეხის უნარი” (ანუ მკეთრად ხრის იმ სხივს, რომელიც მასში გადის). მინასა და კვარცს კი, ბრილიანტისაგან განსხვავებით, ეს გარდატეხის უნარი საგრძნობლად ნაკლები ( იმის მიუხედავად, თუ როგორ ლამაზადაც არ უნდა დაიჭრას ისინი, რადგან სხივის გარდატეხვის უნარი არის ბუნებრივი, ასე ვთქვათ თანდაყოლილი სიმდიდრე).

იმის გასარკვევად ბრილიანტი ნამდვილია თუ არა, საჭიროა გადმოვაბრუნოთ ის და დავდოთ გაზეთის ფურცელზე. თუ ბრილიანტის მეშვეობიდ შეძლებთ ნაწერის წაკითხვას ან დაინახავთ გადღაბნილ ასოებს ე.ი ბრილიანტი არ არის ნამდვილი (მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ბრილიანტის მეშვეობით ნაწერის წაკითხვა შესაძლებელი თუ ალმასი არაპროპორციულად არის ჩამოჭრილი).

თუ ქვაში გაიხედავთ და მას აქვს ორმაგი გადატეხვის ნიშნები ის შეიძება იყოს სილიკონის კარბიდი (Moissanite), ეს ძვირფასი ქვა იმდენად ჰგავს ბრილიანტს, რომ იუველირებსაც კი უჭირთ მისი გარჩევა ბრილიანტისაგან.

თუ ბრილიანტი ყალბია, ზემოდან დახედვის შემთხვევაში, ვერ დაინახავთ მის ძირს.

სუფთა თეთრ ქაღალდზე დასვით წერტილი და მის ცენტრში მოათავსეთ თქვენი ბრილიანტი. თუ ბრილიანტი ყალბია, მაშინ თქვენ დაინახავთ ამ წერტილს ისე, როგორც წრეს.

დააკვირდით ბრილიანტის ანარეკლებს

ნამდვილი ბრილიანტი გამოსცემს სხვადასხვა რუხი (ნაცრისფერი) ფერის ანარეკლებს. თუ ამ დაკვირვების შემდეგ თქვენ ხედავთ ცისარტყელას ეს ნიშნავს, რომ ბრილიანტი არის დაბალი ხარისხის ან საერთოდ ყალბია.

ამოაბრუნეთ ბრილიანტი და შეხედეთ

ამოაბრუნეთ ბრილიანტი და მოათავსეთ მიკროსკოპის ქვეშ მაგიდაზე. თუ თქვენ დაინახავთ მხოლოდ ნარინჯისფერ გამოსხივებას, როგორც მთის ქვაზე დაკვირვებისას ე.ი თქვენი ბრილიანტი ყალბია.

აწონეთ ბრილიანტი

ცირკონის ანგიდრისი (ძალიან ჰგავს ბრილიანტს) იწონის 55%-ით მეტს ვიდრე იგივე ზომისა და წონის ბრილიანტი. ამიტომ აწონეთ თქვენი ქვები და მათ შესადარებლად გამოიყენეთ კარატი ან გრამი.

შეამოწმეთ ბრილიანტის მონაცემები

ნამდვილ ბრილიანტს არ შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს იაფფასიანი ქვის შტამპი. 10K, 14K, 18K, 585, 750, 900, 950, PT, Plat ეს არის იმ სინჯთა ჩამონათვალი რომლებიც კარგი ხარისხის ლითონებისთვისაა დამახასიათებელი ხოლო წარწერა “C.Z.” იმის მაუწყებელია, რომ ქვა არ არის ნამდვილი ბრილიანტი.

მოათავსეთ ბრილიანტი ულტრაიისფერი განათების ქვეშ

ულტრაიისფერი განათების ქვეშ ბრილიანტი (მაგრამ არა ყველა) გამოასხივებს ლურჯ ან ნათელ შავ სინათლეს. ლურჯი სხივების არგამოსხივება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ქვა ბრილიანტი არ არის, ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება იყოს უკეთესი ხარისხის ბრილიანტი. თუ თქვენ ულტრაიისფერი სხივების შედეგად დაინახავთ ღია მწვანე, ყვითელს ან ნაცრისფერ გამონათებებს ეს იმის ნაწილობრივი მანიშნებელია, რომ ეს ქვა არის სილიკონის კარბიდი (Moissanite).

შეამოწმეთ ბრილიანტი სითბოზე

ნამდვილი ქვები სითბოს მალევე მიმოფანტავენ. მათ გაციებას ჭირდება დაახლოებით 30 წამი. ტესტირების ეს მეთოდი კარგია იმითაც რომ ამ დროს ქვა არანაირად არ ზიანდება.

გამოიყენეთ დაორთქვლის მეთოდი

აიღეთ ქვა და დააორთქლეთ მას, თუ ეს დაორთვლა მან შეინარჩუნა რამოდენიმე წამის განმავლობაში ე.ი ის ყალბია, რადგან როგორც წინა პუნქტში აღვნიშნეთ ნამდვილი ქვები სითბოს მალევე მიმოფანტავენ. თუ თქვენ გაქვთ ბრილიანტის ორივე ვარიანტი, ნამდვილიც და ყალბიც, შეგიძლიათ ერთგვარი შედარება გააკეთოთ ნამდვილი და ყალბი ქვისა დაორთქვლის მეთოდის საშუალებით – თვალნათლივ დაინახავთ, რომ ყალბი ყოველ დაორთქვლაზე დაიბურება და დაიბურება, ხოლო ნამდვილი ბრილიანტი ყოველ დაორთვლაზე მიმოფანტავს ბურუსს.

გამოიყენეთ რენტგენის სხივები

ნამდვილი ბრილიანტი არასოდეს არ გამოჩნდება  რენტგენის სხივების ქვეშ. ხოლო სხვა ნებისმიერი კრისტალი, მათ შორის მინაც ძალიან მინიმალური დოზით რადიოაქტიურია და მათ ყოველთვის აფიქსირებს რენტგენის სხივები.

ბრილიანტის შესამოწმებლად გამოიყენეთ იუველირთა ლუპა

მოპოვებულ ბრილიანტს ყოველთვის აქვს რაღაც ნაკლოვანებები რაც ლუპის მეშვეობით ჩანს, ხოლო ცირკონის ან გიდრისს არავითარი ნაკლი არ გააჩნია. უნაკლო შეიძლება იყოს ლაბორატორიაში გამოყვანილ ბრილიანტიც (მაგრამ,  ცირკონის ან გიდრისაგან განსხვავებით, ლაბორატორიაში დამუშავებული ბრილიანტი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტესტს გაივლის).

წინა «
შემდეგი »