როგორ გავარჩიოთ ყალბი iPhone ორიგინალისგან?

  • commail.comedyin
  • მარტი 21, 2014

აიფონიiPhone-ს გამოშვებასთან ერთად ბევრა ჩინურმა მობილურის მწარმოებელმა კომპანიამ გამოუშვა ამ ტელეფონის ანალოგები რომლის გარჩევა ორიგინალისგან არც თუ ისე ადვილია. ამ სტატიაში მე აგიხსნით თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი ორიგინალისგან. ოღონდ ეს გააკეთეთ მაღაზიაშივე განაწყენებული რომ არ დარჩეთ იმით რომ ჩინური ყალბი აიფონი გიყიდიათ. მობილურის ყიდვისას დააკვირით ყუთს ის ბოლომდე უნდა იყოს დახურული. თუ ის ბოლომდე არ არის დახურული ძალიან კარგად დაათვალიერეთ ტელეფონი. დააკვირდით USB-ს დამტენს და ყურსასმენებს.

ყუთიორიგინალის ყუთს უნდა ჰქონდეს ტელეფონის კონტურის შესაბამისი რელიეფი. სხვა შემთხვევაში თქვენ საქმე ყალბ აიფონთან გაქვთ. ნამდვილი აიფონის სატენი უნდა იწონიდეს 60 გრამს და მასზე არ უნდა იყოს არც ერთი იეროგლიფი. თორემ სატენი ჩინური აღმოჩნდება და არ არის გამორიცხული რომ ტელეფონიც ჩინურია.

 

უკანა ნაწილიასევე ჩინურ ტელეფონს ადვილად ეხსნება უკანა ნაწილი. ნამდვილ iphone-ს ეს ნაწილი ”ქირურგიული” ჩარევის გარეშე არ ეხსნება. ანუ ტელეფონის დაშლა არის საჭირო. ორიგინალ iphone-ს არ აქვს მობილური ტელევიზიის ფუნქცია და 20 სანტიმეტრიანი გასაშლელი ანტენა.

 

 

სენსორითუ აიფონში არის სენსორის ჯოხი ან აიფონის სენსორი რეაგირებს ნებისმიერ საგანზე ეს არ არის ორიგინალი, რადგან ორიგინალს არ აქვს ჯოხი სენსორისთვის და ორიგინალის სენსორი მარტო ადამიანის თითზე (კანზე) რეაგირებს.

 

 

მესიჯიდა ბოლო რამ რასაც მე გირჩევთ. უბრალოდ უნდა გაუგზავნოთ ვინმეს მესიჯი. აიფონი განთქმულია მობილური ტელეფონების მსოფილოში საუკეთესო სენსორული კლავიატურით მარცხენა მხარეს ორიგინალი აიფონია. მარჯვენა მხარეს კი ჩინური ანალოგი.

წინა «
შემდეგი »