როგორ გავასუფთაოთ წყალი ფილტრის გარეშე?

  • Creed
  • February 1, 2014
  • 0

წყლის-გაწმენდა-ihow.geსამწუხაროდ, ყველას სახლში არ აქვს წყლის საწმენდი ხელსაწყოები. კრანის წყლის დალევა სავსებით არ არის სასარგებლო, ამიტომ აგიხსნით თუ როგორ თვითნებურად გავასუფთავოთ წყალი მავნე ნივთიერებებისგან.

 

 

 

წყლის-გაყინვა-ihow.geამ შემთხვევაში ყველაზე მოქმედი მეთოდიაა – დისტილაცია (გამოხდა, წყლის გატარება არყის აპარატში). მაგრამ ეს აპარატი ოჯახში ყველას არ აქვს, ამიტომ განვიხილოთ შემდეგი. სუფთა წყალი უფრო ადრე იყინება ვიდრე დაბინძურებული. ავავსოთ ბოთლი წყლით და მოვათავსოთ მაცივრის საყინულეში. 3-3.5 საათის შემდგომ გაიყინება სუფთა წყალი, ხოლო ბინძური შეგვიძლია გადავასხათ. მაგრამ ამ მეთოდს აქვს უარყოფითი მხარეც, თუ ყინვის ტემპერატურა იქნება დაბალი, მაშინ სუთნა წყალთან ერთად ბინძურიც გაიყინება.

 

წყლი-კრისტალი-ihow.geიმისათვის რომ მოვიცილოთ მავნებელი მიკროფლორა (ჩხირები და ა.შ.), შეგვიძლია გამოვიყენოთ მარტივი ხერხი, ეს არის კრისტალი. წყლის გრაფინში ჩავაგდოთ ერთი კრისტალი და 40 წუთის შემდგომ წყალი შეგვიძლია თავისუფლად დავლიოთ. ამ ხერხის დადებითი მხარე ის არის რომ გარანტირებულად იღუპება ყველა სიცოცხლისთვის მავნე ორგანიზმები. ხოლო უარყოფითი ის რომ, წყალს ექნება არა სასიამოვნო გემო და არ იღუპება ის ორგანიზმები რომლებიც მიკროფლორასთანაა არაა დაკავშირებული.

 

წყლის-ადუღება-ihow.geყველაზე მარტივი და არაა სასარგებლო მეთოდია – სტერილიზაცია (წყლის ადუღება). მეთოდი სავსებით ეფექტურია მაგრამ გაჩნია რიგი ნაკლოვანებები. 100 გრადუს ცელსიუსზე იღუპება უამრავი (და არა ყველა) ავოდმყოფოფბის მომგვრელი ბაქტერია. წყალი ხდება რბილი და ნადგურდება მარილიც (რის გამოც ჩაიდანში ჩნდება მინადუღი). მეთოდის მინუსი ის არის რომ დუღილით ნადგურდება ისეთი მნიშვნელოვანი მარილები, როგორციაა კალცი და მაგნი. ადუღებისას დაქლორილ წყალში იქმნება კანცეროგენები, რაც ხელს უწყობს კიბოს გაჩენას. ადუღებული წყალი არის უგემური და გამოსადეგი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, რადგან ნამდგარი წყალი კარგი ადგილია მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. ასევე ცნობისათვის, წყლის ადუღება აუცილებელია არა ნაკლებ 10 წუთისა.

წინა «
შემდეგი »