როგორ გავატაროთ ზაფხული?

  • marrii
  • August 12, 2016
  • 0

ზაფხულინებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის საყვარელი სეზონი ზაფხულია, ამის პირველი მიზეზი არდადეგები და მეტი თავისუფალი დროა. დღეები გრძელია და ამინდიც ხელს გვიწყობს. საზაფხულო არდადეგები შესანიშნავია განტვირთვისთვის, თავგადასავლების, დასვენებისა და გართობისთვის. ეს ყველაფერი აუცილებელია, რადგან სწორედ ამ სეზონზე დაგროვილი ენერგია გაგვყვება მთელი წლის მანძილზე.

ზაფხულოს მოახლოვებასთან ერთად ყველას უჩნდება საფიქრალი თუ როგორ დაისვენოს, მოგცემთ რჩევებს, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ. გაატაროთ დაუვიწყარი ზაფხული. თუ მოგბეზრდათ ერთფეროვანი ცხოვრება, ყოველ დღე სწავლა ან მუშაობა, გაიხალისოთ ზაფხულის დღეები, რათა დაგრჩეთ საუკეთესო მოგონებები.

პირველ რიგში, აუცილებლად დაივიწყეთ კომპიუტერი, მოწყდით ვირტუალურ სამყაროს და გადმოერთეთ რეალურ ცხოვრებაში. რადგან როდესაც თქვენ სახლში ხართ და კომპიუტერულ თამაშებს თამაშობთ, ვერც წარმოიდგენთ რა შანსს შეიძლება უშვებდეთ ხელიდან.

dasveneba

რამდენიმე დღით წადით დასასვენებლად ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, კურორტი თქვენი სურვილებისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა აარჩიოთ, თუმცა ვფიქრობ გართობისთვის ზღვა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მთა.

უამრავი ადამიანი გვინახავს, რომლებისთვისაც დასვენება გამოძინებასთან ასოცირდება. ჩემი რჩევა იქნება, გეძინოთ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ორგანიზმისთვის და არავითარ შემთხვევაში შუა დღემდე.

ეცადეთ დაკავდეთ სპორტით, წაიკითხოთ რამდენიმე წიგნი, გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ თანატოლებს, უყუროთ ფილმებს, როგორც სახლში, ასევე კინოთეატრში, არ დაივიწყოთ თეატრებსა და მუზეუმებში სტუმრობა. ამ დროს შეიძლება აღმოაჩინოთ ისეთი რამ, რაც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

mta

დიდი დრო გაატარეთ მეგობრებთან, გააკეთეთ ჩანაწერები, შეგიძლიათ ზაფხულში ფულის გამომუშავებაც.

ხშირად იარეთ აუზზე, სადაც შეძლებთ არა მარტო გაგრილებას, არამედ რუჯის მიღებას, რაც გაცილებით მომხიბვლელს გაგხდით.

შეიძინეთ შესაბამისი ტანსაცმელი და აქსესუარები, შორტები, ფერადი მაისურები, სათვალე და სამკაულები.

ზაფხულის დასვენება

კარგი იქნება სახლს თუ უზრუნველყოფთ რაიმე ვენტილაციის სისტემით.

თუ თქვენ სკოლაში მოგცეს საზაფხულო დავალება, ეცადეთ შეასრულოთ რაც შეიძლება მალე, დარჩენილი დრო კი გართობას დაუთმოთ, აღარ გქონდეთ სანერვიულო.

გაითვალისწინეთ შეძლებისდაგვარად მოცემული რჩევები და დამერწმუნეთ წლის დასაწყისში აღდგენილი ძალებით და საოცარი განწყობით შეუდგებით საქმეს.

წინა «
შემდეგი »