როგორ გავაუქმოთ Facebook-ის ანგარიში

  • lasha117
  • December 7, 2011
  • 0

ალბათ ყველას გაქვთ Facebook. ამ პოსტში მარტივი სვლებით აგიხსნით, თუ როგორ უნდა გავაუქმოთ ანგარიში, თუ თქვენ ეს დაგჭირდათ. დაიმახსოვრეთ,რომ ანგარიშის გაუქმების შემდეგ ქრება ყველა ის პოსტი და კომენტარი, რომელიც თქვენ ოდესმე დაგიწერიათ, თუმცა თუ თქვენ მოისურვებთ ანგარიშის აქტივაციას, ესეც ძალიან მარტივია. თქვენ უბრალოდ ახლიდან შეხვალთ Facebook-ზე თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით.

ხოლო რაც შეეხება ანგარიშის გასაუქმებლად შედით მარჯვნივ თავში მდებარე მენიუში და აირჩიეთ ფუნქცია Account Settings.

შესვლის შემდეგ გაჩნდება ჩამონათვალი, სადაც თქვენ უნდა აირჩიოთ Security მენიუ.

Security მენიუში შესვლის შემდეგ თქვენ ნახავთ, რომ გამოტანილი ტექსტის ქვეშ ეწერება Deactivate Your Account. დააჭირეთ მას.

თქვენ უკვე ანგარიშის გაუქმების ბოლო ეტაპზე იმყოფებით. ამ გვერდზე თქვენ უნდა მიუთითოთ მიზეზი, თუ რატომ აუქმებთ ანგარიშს. შეგიძლიათ რეალური მიზეზი მიუთითოთ, ან სულაც ნებისმიერი ჩამოთვლილიდან აირჩიოთ და დააჭიროთ გაუქმებას.

უკვე თამამად შეგიძლიათ დაივიწყოთ (დროებით მაინც) facebook და იცხოვროთ მის გარეშე.

წინა «
შემდეგი »