როგორ გავაფერადოთ მაისური

  • writer91
  • August 7, 2012
  • 0

მაისურებზე ხატვის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ, რადგან ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა მაისურებზე ხატვა და ასე თუ ისე რამოდენიმე კომპანია თუ სტამბა ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს, მაგრამ ამ სტატიის მეშვეობით მე გასწავლით მაისურზე ხატვას სახლის პირობებში.

მაისურზე ხატვისთვის დაგჭირდებათ:

  • მაისური
  • ტექსტილის საღებავი
  • მუყაო
  • საპონი ან ცარცი

ბევრ მაღაზიაში უკვე იყიდება ტექსტილის საღებავი, რომელიც ზუსტად მაისურზე მოხატვისთვის არის განკუთვნილი. ვიღებთ მაისურს, რა თქმა უნდა გარეცხილს.

წინასწარ მოფიქრებული ნახატის კონტური გავაკეთოთ საპნით ან ცარცით. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ტექსტილის საღებავი თუ სადმე ზედმეტად მოხვდა აღარ ამოდის. ვდებთ მუყაოს მისურის შიგნით რათა უფრო გაგივადვილდეს მოხატვა. ხატვის დასრულების შემდეგ მუყაოიანად გადაგვაქვს მაისური გასაშრობად, სავარაუდოდ 5-6 საათი უნდა დაველოდოთ. გაშრობის შემდეგ დავაუთოვებთ ნახატს. თუ საღებავი ხარისხიანი აღმოჩნდა სურათი მაისურზე დიდი ხანი გაძლებს.

 

წინა «
შემდეგი »