როგორ გავაფორმოთ ინტერიერი შოკოლადის ფერში?

  • Creed
  • იანვარი 27, 2014

ოთახი-შოკოლადის-ფერში-ihow.geვის არ სურს შოკოლადში ბანაობა? ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა შოკოლადის ფერი, მას ხშირად იყენებენ ინტერიერის გაფორმებაში. მოგიყვებით თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ფერი სწორად, რათა არ დავარღვიოთ იერის სიმშვენიერე .

 

 

 

ოთახი-შოკოლადის-ფერში2-ihow.geნებისმიერ ოთახში შოკოლადის ელფერი იქნება ეფექტური სანახავი. ის არის ბარაქის სიმბოლო და ჭრელ ფერებთან შედარებით ამშვიდებს თვალს. პალიტრა არის მრავალფეროვანი, ამიტომ ფანტაზიის უნარი შეიძლება განვითარდეს უამრავი მიმართულებით. ყველაზე პოპულარული ფერია – რძიანი შოკოლადის. იგი საკმაოდ ღია ფერია, რომ არ გამოიყურებოდეს ბნელად და საკმაოდ ხასხასა, რომ არ დაჩრდილოს ოთახის ინდივიდუალური მხარეები. ესეიგი, თუ თქვენი არჩევანი გაჩერდა ამ ფერზე, მაშინ გავაგრძელოთ კითხვა და გავიგებთ თუ როგორ სარგებლიანად შევახამოთ იგი ინტერიერთან.

 

ოთახი-კრემისფერში-ihow.geყველაზე პოპულარული ფერთა შეხამებაა – რძიანი შოკოლადისა და კრემისფერის. ინტერიერი გამოდის ნეიტრალური, მშვიდი და თბილი. ჩინებულად გამოიყურება შოკოლადის ფერის იატაკისა და კრემისფერი კედლების შეხამება. ორიგინალურად გამოიყურება კედელზე გამოყოფილი შოკოლადის ფერის პანელი, ესეთ ფონზე ეფექტურად გამოიყოფა კაშკაშა აქსესუარები: თარო, ნახატი, პოსტერი და სხვა. ასევე ავეჯსაც სჭირდება ფერების შეხამება, გაითვალისწინეთ მუქი ფერის იატაკზე კარგ კონტრასტში შედის ღია ფერის ნივთები (მაგ: საჟურნალო მაგიდა). შოკოლადის ფერი წიგნების თარო გამოკვეთავს კრემისფერი კედლების სითბოს. ინტერიერს შეავსებს მაღალი ლამპები ოთახის კუთხეებში, ისინი შექმნია საჭირო განათებას.

ფირუზისფერი-და-შოკოლადისფერი-ihow.geკიდევ ერთი ფერთა შეხამებაა: შოკოლადოს ფერის ნაზ-ფირუზისფერთან ან მკრთალ-ვარდისფერთან. პირველ შემთხვევაში ოთახი იწყებს “სუნთქვას”, ფირუზისფერი აცოცხლებს ოთახს, ხოლო შოკოლადის ფერი კი ქმნის ბალანსს. ამას დამატებული ღიაფერის იატაკი შექმნის მყუდრო კომპოზიციას. დეკორად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძაფი-ფარდები და ლაჟვარდისფერი ფუმფულა ხალიჩა. ფირუზისფერი ლამპები, სტატუები, პლედები და ჩარჩოები დაასრულებენ ინტერიერს. მეორე შემთხვეა კი უფრო მარტივია! მკრთალი-ფარდისფერის და შოკოლადისფერის შეხამება შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმებში (ზოლიანი ან ჩუქურთმებიანი კედელი, დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ფერის). ძალიან ელეგანტურად გამოიყურება ვარდისფერი ჩუქურთმა ღია-შოკოლადისფერ კედლებზე (ნათელ ოთახში). შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავისფერი ხალიჩა ღია ფერის იატაკზე.

თეთრი-და-შავი-ოთახი-ihow.geთუ გნებავთ რომ ინტერიერს შემატოთ სიმკაცრე, მაშინ გადასარევი ვარიანტია, თეთრი და შოკოლადის ფერის შეხამება. ესეთი ინტერიერი უხდება საოფისე ფართს, ასევე ბინაშიც გამოიყურება მოდურად. აბსოლუტურად თეთრი ოთახი, მხოლოდ ერთი კედელი შეღებილი მუქ შოკოლადის ფრად. ავეჯი კი შოკოლადის ფერით დაწყებული და კრემისფერით დამთავრებული. ავეჯის პლედები და გადასაფრებლები უნდა იყოს ღია ფერის ტონებში, რათა ავეჯი საკუთარ ფონზევე არ დაიკარგოს.

გააკეთეთ ექსპერიმენტები, შექმენით ახალი, დაამატეთ ფერი და ისარგებლეთ სინათლით, გისურვებთ წარმატებებს!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.