როგორ გავაფორმოთ ხილის ტორტი?

  • pkzeze
  • მაისი 26, 2013

xilis torti_iHOW.GE   გემრიელი ტორტის გამოცხობა ჯერ საქმის ნახევარია. ნებისმიერი ქალი ცდილობს რომ ტორტი მხოლოდ გემრიელი კი არ იყოს, არამედ ლამაზად მორთულიც. ფართოდ არის გავრცელებული ტორტის ხილით და კენკრით გაფორმება. იგი ტორტს გემრიელ გემოს ანიჭებს და თან ლამაზად და მადისაჭმძვრელად გამოიყურება. თქვენი უსაზღვრო ფანტაზიის და მხატვრული გემოვნების წყალობით ხილით გაფორმებული ტორტი შეიძლება შედევრად იქცეს.

ხილი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ახალი, ასევე მურაბები, შაქარში ამოვლებული ან შოკოლადით დაფარული.მორთვის ერთ-ერთი ლამაზი მეთოდი ჟელეთი დაფარვაა. ხილს ან კენკრას ჟელე მოვასხათ, შემდეგ კი მიღებული ტორტი გავაციოთ. ასეთი დესერტი ყურადღებას იპყრობს, ლამაზია და გემრიელი. მის მოსამზადებლად ხილი თხელ ფენებად დავჭრათ, თანამიმდევრობა სურვილის მიხედვით შევარჩიოთ, ჩავაწყოთ ფორმაში, ზედ ჟელე დავასხათ და გავაციოთ. ტორტს შეიძლება ჯერ ათქვეფილი ნაღები ან კრემი წავუსვათ, ხოლო ზემოდან ხილით გავაფორმოთ.
შეგვიძლია არამხოლოდ ტორტის, ასევე ხილის გაფორმებაც, მაგალითად მისი შოკოლადით ან შაქრით დაფარვა. თუ ხილსა და ნამცხვრებს შევუსაბამებთ შეგვიძლია უნიკალური ტორტების მიღება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.