ამ პატარა და მარტივი სტატიით მინდა გასწავლოთ როგორ გავაქროთ საქაღალდე Windows-ზე (ჩემს შემთხვევაში Windows 8.1-ზე, აღნიშნული მეთოდი მოქმედებს Windows 7 და 8-ზეც).
1) ვქმნით ან ვირჩევთ საქაღალდეს, რომლის გაქრობა გვინდა.
2) შემდეგ შევდივართ Start-ში და საძიებო ველში ვწერთ character map-ს.
3) ამ ფანჯარაში ვაკეთებთ 3 ეტაპს როგორც სურათზეა მითითებული
4) არჩეულ ფოლდერს სახელი წავუშალოთ და სახელის ჩასაწერ ველში მაუსის მარჯვენა ღილაკის დახმარებით დავაჭიროთ Paste-ს.
5) შემდეგ მაუსი მივიტანოთ ფოლდერზე და მარჯვენა ღილაკის დახმარებით დავაჭიროთ Properties და გავაკეთოთ ისე როგორც სურათზეა მითითებული
სულ ეს იყო ფოლდერი გამქრალია, იმედია ყველაფერი გასაგებია. მადლობთ ყურადღებისთვის!
You must log in to post a comment.