როგორ გავაძლიეროთ ჩვენი “აურა”?

  • LordCrow
  • June 8, 2014
  • 0

აურაყველა ადამიანს გააჩნია აურა, ეს არის უხილავი ენერგია რომელიც მუდამ თან ახლავს მას. თუ თქვენი აურა ძლიერია ის თქვენ გიცავთ და ასრულებს ფარის როლს, ხოლო თუ თქვენი აურა დაზიანებულია, თქვენ თავს კარგად ვერ გრძნობთ, უჩივით დაღლილობას და მოწყვეტილი ხართ საკუთარ თავს. ჩათვალეთ, რომ ძლიერი აურა უკეთესი ცხოვრების საწინდარია.

ნაბიჯი 1 – გამაჯანსაღებელი აბაზანა. 

დააგუბეთ ვანაში წყალი, განაზავეთ მასში ერთი ფინჯანი მარილი და 500 გრამი სოდა. 20 წუთის განმავლობაში ჩაწექით წყალში. ეს თქვენ დაგეხმარებათ მოიშოროთ ტოქსინები ორგანიზმიდან და გათავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისაგან. თუ თქვენ თავბრუ დაგეხვათ ამოდით სასწრაფოდ, ეს იმის ნიშანია, რომ უკვე საკმარისი რაოდენობის ტოქსინები განადგურდა და ნეგატიური ენერგიისგანაც გათავისუფლდით.

ნაბიჯი 2 – ზღვის მარილი.

ზღვაში ან ოკეანეში ცურვა დიდ გავლენას ახდენს თქვენს აურაზე, ის თქვენ ნეგატიურ აურას აქარწყლებს და გეხმარებათ სტრესისგან თავის დაღწევაში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მარილიანი აბაზანის მიღება ან ზღვაში ცურვა დაიყარეთ ხელის გულზე მარილი და შეიზილეთ ტანზე. ამის საშუალებით თქვენ მოკლავთ მკვდარ უჯრედებს და გამოაცოცხლებთ თქვენს აურას.

ნაბიჯი 3 – ცივი დუში

მიიღეთ ცივი დუში, მას შეუძლია გაგათავისუფლოთ ნეგატივისგან, მოგაშოროთ ტოქსინები, გააუმჯობესოს ცირკულაცია და მოგიხსნათ დაჭიმულობა. მე პირადად “ვტესტავდი” ამ საშუალებას 3 თვის მანძილზე, შედეგი გამაოგნებელია. ჩემი ფიქრები გაიწმინდა, თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობდი და ისეთი წვრილმანები, რომლებიც მაქამდე მანაღვლებდა ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავდა.

ნაბიჯი 4 – ბგერითი მედიცინა.

ბგერებითა და მუსიკით აურის გაჯანსაღება უძველესი კულტურებიდან მოდის. გარკვეული ინსტრუმენტები ქმნიან ბგერებს, რომლებიც წმენდს ენერგიას. ერთ-ერთი ესეთი ინსტრუმენტია ტიბეტური თასი. უსმინეთ ამ მელოდიებს ძილის წინ, ამით თქვენ ჯანმრთელობასაც კი გაიუმჯობესებთ.

ფერადი აურა

ნაბიჯი 5 – მოერიდეთ ელექტროობას.

შეეცადეთ ნაკლები დრო დაუთმოთ კომპიუტერს, მობილურს და ისეთ ნივთებს, რომლებიც ქმნიან ძლიერ ელექტრულ ველს და გამოყოფენ რადიაცას. ეს აზიანებს თქვენს აურას, გაცლით ენერგიას და თქვენ სტრესისგან ბევრად დაუცველები ხდებით. გაათავისუფლეთ საძინებელი ელექტრო მოწყობილობებისგან, თუ არ შეგიძლიათ თქვენი საძინებლის გათავისუფლება, თავთან ახლოს მაინც ნუ გექნებათ ისინი.

ნაბიჯი 6 – მოერიდეთ არასასურველ ხალხსა და ადგილებს.

დააკვირდით ვისთან ერთად გრძნობთ თავს ცუდად, რა ადგილებში ვერ გრძნობთ თავს კარგად და სად გეცლებათ ენერგია ყველაზე მეტად, შეეცადეთ მოერიდოთ ასეთ ვითარებაში ყოფნას, რათა თავიდან აირიდოთ ენერგიის გამოწოვა და აურის დასუსტება.

ნაბიჯი 7 – მინერალები. 

შეეცადეთ გაეცნოთ ქვემოთ ჩამოწერილ მინარელბს და შესაბამისად თან ატაროთ ისინი. მინერალები საკუთარი აურის საშუალებით გამოიწვევენ ადამიანის ორგანიზმში მრავალფეროვან ცვლილებებს რაც, უმრავლეს შემთხვევაში გამოიხატება მათი სამკურნალო ზემოქმედებით ორგანიზმზე.  ინდურ, ტიბეტურ მედიცინას და მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში მინერალებიდან გამოყოფენ სახეობებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან სამყაროს და მის ფსიქიკაზე . არსებობს ბევრი სახის მინერალი, მე შევეცდები გაგაცნოთ გამორჩეული უნარის მქონე მინერალები: ვარდისფერი ბროლიარაგონიტი და ფლუორიტი.

გისურვებთ წარმატებას და გაჯანსაღებულ აურას.

წინა «
შემდეგი »