როგორ გავერთოთ, როცა არ გვაქვს ფული?

  • guli-kizi
  • თებერვალი 18, 2012

ყველას ცხოვრებაში არის ხოლმე მძიმე პერიოდი, როცა არ გვაქვს საკმარისი ფული. მაგალითად, გსურთ შეიძინოთ ავტომობილი ან საათი და ფული არ გაქვთ, ასეთ დროს თითქოს ურთიერთობის დაწყებაც უადგილოა, მაგრამ არსებობს უამრავი რომანტიკული იდეა, რომელსაც არ ესაჭიროება ფული. ამ სტატიაში სწორედ ასეთი იდეებს გაგაცნობთ.

რომანტიკული იდეები, რითი გავართოთ გოგო

ადით თქვენი ქალაქის უმაღლეს წერტილზე და ერთად დატკბით მზის ჩასვლით. თუმცა, პირადად მე შენობების სახურავებს ვამჯობინებ, სადაც საშუალება გექნებათ განმარტოვდეთ და მზის ჩასვლის ყურების გარდა სხვა მრავალი გასართობი მოიფიქროთ.

მოწყვიტეთ ვარდი ბაღიდან და აჩუქეთ თქვენს გოგოს. დარწმუნებული ვარ, იგი არა მხოლოს ვარდით, არამედ ამგვარი საქციელითად მოიხიბლება. მთავარია ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების – ბაღები კი ბევრია!

დაჰპირდი მას. «გოგოებს დაპირებები უყვართ» – არაჩვეულებრივი ფაქტია,რომელიც ახარებს მამრობით სქესის წარმომადგენლებს.

დღის განმავლობაში 1000-ჯერ მაინც გაუმეორეთ თუ როგორ ძლიერ გიყვართ იგი.

უმღერეთ სიმღერა. თუ თქვენ იცით გიტარაზე დაკვრა, მაშინ იქნებ გემღერათ კიდეც ? სიყვარულზე მიძღვნილი სიმღერა დიდხანს იჟღერებს მის გულში.

თუ გყავთ ავტომობილი შეგიძლიათ ქალაქგარეთ გაემგზავროთ და დროებით გაჩერდეთ იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. პატარა სოფელი ძროხებით, ცხვრებით და თხებით გამოიწვევს ზღვა ღიმილს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს.

გაუკეთეთ მას სასიამოვნო მასაჟი. სანამ საქმეს შეუდგებით, სასურველია მცირე ინფორმაციას გადახედოთ მასაჟის შესახებ, რათა სასიამოვნოს მაგივრად რაიმე საშინლად მტკივნეული არ გააკეთოთ.

აიღეთ მისი ხელი, ჩახედეთ თვალებში და აკოცეთ.

მოამზადეთ სადილი სანამ ის ტელევიზორს უყურებს ან კომიუტერთან ზის. წარმოიდგინე ის შენს ადგილზე!

მოუყევი მას შენი გუშინდელი ფანტაზია – რა თქმა უნდა სექსუალური! შეყვარებული დიდი სიამოვნებით მოისმენს ამას და სავსებით შეიძლება რამოდენიმე დღის მერე, სასაიმოვნო ვახშამის შემდეგ, აგისრულოთ კიდეც მონათხრობი ფანტაზია.

ამოხსენით თავსატეხი (კროსვორდი) ერთად.

მოუმზადე მას ცხელი შოკოლადი ამ ცივ ზამთარში, დასხედით ტელევიზორის წინ და დატკბით ამგვარი მყუდრო მომენტით!

ასევე, ზამთრის დღეებში არ დაკარგოთ შანსი გააკეთოთ თოვლის ბაბუ. პირველ მცდელობაზე იშვიათად გამოსდის ვინმეს, იმიტომ რომ ყველაფერი გუნდაობით მთავრდება!

დაათვალიერეთ ვარსკვლავებიანი ცა. შეგიძლია ეცადო, რომ ვარსკვლავები მას მიუძღვნა კომპლიმენტების დახმარებით. მაგალითად: «ეს ვარსკვლავი არის, იმიტომ რომ შენ ლამაზი ხარ, აი ის, იმიტომ რომ შენთან ყოველთვის ვპოულობ გასართობს, მასთან ახლოს კი არის შენსავით კაშკაშა ვარსკვლავი…» როგორც წესი 5-7 ვარსკვლავურ კომპლიმენტზე ყველაფერი კოცნით მთავრდება. ამგვარი რომანტიკული იდეის შესრულება მზის ჩასვლის შემდეგ სახლის სახურავზეცაა შესაძლებელი.

დაანთეთ სახლში სანთლები და “დაიძინეთ”.

უფასო იდეები, რით გაართო გოგო

ეწვიეთ უფასო მუზეუმს. შეიძლება მარტო გეზარებათ ამის გაკეთება, მაგრამ საყვარელ ადამიანთან მუზეუმში გასეირნება შეიძლება ძალიან მხირაულიც აღმოჩნდეს.

გარეცხეთ ერთად ავტომობილი. ო, კი! ეს შეიძლება ძალიან მაგარი იყოს!

ითამაშეთ ერთად ვიდეო თამაშები. არ დაგავიწყდეთ, რომ დანებდეთ ხოლმე!

დაეხმარეტ თქვენს გოგოს გაასუფთავოს მისი გარდერობი. ის მოიზომავს სხვადასხვა ტანსაცმელს, თქვენ კი მხოლოდ მათი შეფასება მოგიწევთ. ზოგჯერ შეგიძლიათ ურჩიოთ მოიზომოს ღრმაჭრილიანი მაისური და მოკლე კაბა. რის შემდეგაც მე ვიტყოდი “. . . და ახლა დაიწყე ყველაფრის ნელ-ნელა გახდა!”

ერთად მიიღეთ შხაპი.როგორც მე ვვარაუდობ, სარკეები დროზე ადრე დაორთქლდება.

ერთად დაკავდით სპორტით. როლიკები, სირბილი, ველოსიპედი – სულერთია, მთავარია იყოთ ერთად.

გაანდე მას შენი საიდუმლო, რომელიც ჯერ არავინ არ იცის.

ითამაშეთ. ომი ბალიშებით ან ნებისმიერი სხვა რბილი ნივთით, ამას დიდი სიამოვნება მოაქვს. სცადეთ! მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი „მოწინააღმდეგე“ სუსტი არსებაა!

დადგით რაიმე ცეკვა ერთად. მხიარულად ჩაივლის არა მხოლოდ დადგმის პროცესი, არამედ რაიმე წვეულებაზე მეგობრების გაოცებასაც შეძლებთ.

რომანტიკული იდეების ძალიან ბევრია და თუ თქვენ მათ ყოველი შეხვედრისას ჩაიწერთ, შეძლებთ დიდი სიის შედგენას, მაგრამ ხართ კი ყველა მათგანის შემსრულებელი?

წინა «
შემდეგი »