როგორ გავერთოთ სახლში არდადეგებზე

  • nati_nati1
  • აგვისტო 10, 2013

holiday_iHOW.GEბევრ ადამიანს ხშირად უწევს არდადეგებზე სახლში დარჩენა მაშინ, როდესაც მისი მეგობრები და ნაცნობები დასასვენებლად არიან წასული. შეიძლება თავი იგრძნოთ ძალიან მოწყენილად მაგრამ არის ბევრი გასართობი რამ, რაც შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ.

1. იფიქრეთ იმაზე რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ – შეიძლება ეს არ ჟღედეს კარგად მაგრამ, თუ შენ გევალება რომ მოაგვარო ბევრი აუცილებელ საქმე , არ გადადო ისინი სხვა დღისთვის. ეს მოიცავს სახლის დალაგებას, სკოლის ან სამსახურის პროექტს და ა.შ. თუ შენ გააკეთებ ამას სიხარულით (თუნდაც შენი საყვარელი მუსიკის თანხლებით) სულაც არ გახდება ეს საკითხი ისეთი მოსაბეზრებელი როგორიც ჩანს.

2. იფიქრეთ იმ საკითხებზე რომლებიც გინდოდათ რომ გაგეკეთებინათ მაშინ, როდესაც არ გეცალათ სკოლის ან სამსახურის გამო.

3. ხშირად გაატარე დრო ოჯახთან ერთად – შეიძლება მათთან ყველაფერი კარგად არ გამოგივიდეს, მაგრამ თუ შენ მოიხსნი დაძაბულობას მათ მიმართებაში, მაშინ ყველაფერი უკეთესად წარიმართება. ეს არ არის რთული გასაკეთებელი. თუ თქვენ აღმოაჩენთ ახალ ფილმს ტელევიზორში, შეეცადე რომ მთელმა ოჯახმა ერთად უყუროთ მას.

4. გაატარე დრო საკუთარ თავთან – ცხოვრების ამ აურზაურში ბევრ ადამიანს გადაავიწყდა ის თუ რას ნიშნავს ტემპის შენელება. მოძებნე მყუდრო ადგილი, აუხსენი სხვებს თუ რატომ გინდა ამის გაკეთება მარტო და დაფიქრდი სხვადასხვა საკითხზე. იფიქრე შენს პრობლემებზე, მათ გადაჭრაზე, იფიქრე საკუთარ თავზე, თუ ვინ ხარ შენ და რას წარმოადგენ. ასევე შეგიძლია ყველაფერი რასაც ფიქრობ და განიცდი დაწერო ან დახატო.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.