როგორ გავზარდოთ ოთახი ვიზუალურად?

  • tatatatusi
  • დეკემბერი 2, 2013

ინტერიერითუ ბინაში თავს ვიწროდ გრძნობთ და შეზღუდული სივრცე გრთგუნავთ, გამოიყენეთ რამოდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც ოთახს ვიზუალურად გაზრდის.
გამოიყენეთ დიდი სარკეები, სასურველია ადამიანის სიმაგლის. სარკე სულ მცირე ორ კედელზე მაინც უნდა დაკიდოთ. მათში არეკლილი სინათლე ვიწრო ოთახის საზღვრებს გააფართოვებს.

დაივიწყეთ დამკვიდრებული აზრი თითქოს მკვეთრი ფერის შპალერი ოთახს ადიდებს. პირიქით, გამოიყენეთ მკრთალი ფერების წვრილად მოხატული შპლერები.

რომელიმე კედელში ცრუ კარი ჩასვით. ეს ოთახის მოცულობის ვიზუალურად გაზრდის ერთ-ერთი კარგად ნაცადი ხერხია.

ოთახის გასალამაზებლად შეგიძლიად ხისჩარჩოიანი პატარა ნახატი დაკიდოთ. ოღნდ მხოლოდ ერთი! თვალისათვის ცოტა უხერხულია ცარიელა კედელზე ,,ხეტიალი” ის რაღაცაზე უნდა შეჩერდეს და დაისვენოს.

თუ შესაძლებლობა გააქვთ, ჩვეულებრივი ვიწრო კარის მაგივრად გაუმჭირვალე შუშის მქონე კარით შეცვალეთ ეს სივრცის ეფექტს შექმნის.

ოთახის ცენტრში რაიმე მომცრო საგანი დადგით, მაგალითად შუშის მრგვალი მაგიდა. და ბოლოს, მოიკრიბედ გამბედაობა და ძველ ნივთებს გამოემშვიდობეთ, გაიტანეთ ზედმეტი ავეჯი, რომლის გარეშეც იოლად გაძლებთ. ამის გაკეთება მართალია ძნელია, მაგრამ მიზანი საშვალებას ამართლებს: უფრო ფართო და თავისუფალ სივრცეში იცხოვრებთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.