როგორ გავთავისუფლდეთ დახურული ფორებისაგან?

  • lilien
  • January 12, 2015
  • კომენტარები გათიშულია

ფორებიდახურული ფორები აკნეს ერთ-ერთი გამოვლინებაა; ამ პრობლემის მქონე კანი ადვილი ამოსაცნობია: კანქვეშ შეიმჩნევა თეთრი კისტები, რომლებიც უფრო ხშირად ლოყებსა და ნიკაპზეა თავმოყრილი. მათი მექანიკური გაღიზიანების შედეგად ფორებში დაგროვილი ექსუდატი გამოთავისუფლდება, მაგრამ მის ადგილზე ჩნდება ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც ძალიან დიდხანს არ შორდება.

რით დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას?

აფთიაქებში უამრავი ძვირადღირებული საშუალებები იყიდება, მაგრამ ყველას არ მიუწვდება ხელი მათზე. თუმცა არსებობს გამოსავალი – სალიცინის 2%-იანი სპირტხსნარი. სალიცინის მჟავას ახასიათებს ამქერცლავი თვისებები, ის მაღალეფექტურობით გამოირჩევა აკნეს მკურნალობის პროცესში. სალიცინის 2%-იანი ხსნარის დღეში 3-4-ჯერ წასმის შედეგად დაახლოებით სამ კვირაში თეთრი კისტების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს, მცირდება ჰიპერპიგმენტაციაც.

სალიცინის 2% ხსნარის სახეზე წასმის შემდეგ გვაქვს წვის შეგრძნება და სიწითლე; 2-3 დღეში კანი იწყებს აქერცვლას, მკვდარი უჯრედების მოცილების შემდეგ კანი რჩება გლუვი და სუფთა.

წინა «
შემდეგი »