როგორ გავთიშო Startup-ის დროს არასასურველი პროგრამები

  • K1CK3R
  • დეკემბერი 20, 2011

იმ შემთხვევაში თუ windows– ის ჩართვის დროს ბევრი თქვენთვის არასასურველი პროგრამა ირთვება, რომელიც მუდამ პრობლემას უქმნის თქვენს ოპერაციულ სისტემას მუშაობაში, მაშინ ეს სტატია აუცილებლად დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

პირველ რიგში შევდივართ Start menu-ში ვხსნით (ვწერთ) CMD-ს (თუ თქვენ იყენებთ windows 7 -ს ამ შემთხვევაში Search ბლოკში პირდაპირ ჩაწერეთ msconfig) შემდეგ როდესაც CMD გაიხსნება ჩაწერეთ msconfig.

სქრინი windows 7-ისთვის.

სქრინი windows xp-თვის.

ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც ზედა ნავიგაციაში უნდა გადახვიდეთ startup – ზე, სადაც შეგიძლიათ შეადგინოთ იმ პროგრამების სია, რომლებიც გსურთ რომ window-ს ის ჩართვისას ჩაირთოს. როდესაც მონიშნავთ სასურველ პროგრამებს დააჭირეთ OK icon-ს და დაარესტარტეთ კომპიუტერი.

კომპიუტერის დარესტარტების შემდეგ გამოვა ფანჯარა, სადაც იქნება გრაფა მოსანიშნი და შემდეგ დააჭირეთ OK icon-ს, რათა კომპიუტერის ყოველ ჩართვაზე ეს ფანჯარა არ ამოხტეს.

წინა «
შემდეგი »