როგორ გავიაროთ “მწოლიარე პოლიციელი” უსაფრთხოდ

  • article
  • აგვისტო 11, 2013

mcoliare_policieli_iHOW.GE“მწოლიარე პოლიციელი” არის სავალ ნაწილზე ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლება, რომელიც აიძულებს მძღოლს შეანელოს სვლა , ასეთებს დგავენ უმეტესად სკოლებთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებშო. სამწუხაროდ ბევრმა მძღოლმა არ იცის რომ ამ დაბრკოლების ხშირად , თან არასწორედ გავლა ავტომბილის ნაწილებს ძალიან ცვეთს.

ინსტრუქცია

ნაბიჯი 1 : უმთავრესი შეცდომა არის ის რომ მძღოლები სვლას ანელებენ უშუალოდ დაბრკოლებასთან და გადადიან მას მუხრუჭით. სვლა უნდა შევანელოთ დაბრკოლების გავლამდე, ხოლო უშუალოდ რამდენიმე მეტრით წინ უნდა ავუშვათ მუხუჭს ფეხი. იმ შემთხვევაში თუ თქვენს უკან მყოფი ავტომობილი გაძლევთ ხმოვან სიგნალს, არ დაიბნეთ და დააიგნორეთ ის, გაითვალისწინეთ თქვენ მასზე ჭკვიანი ხართ და უფრთხილდებით თქვენს ავტომობილს.

ნაბიჯი 2 : ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი მძღოლი ამ დაბრკოლებას გადის კუთხის მხრიდან , ამით ის აცილებს ცალ საბურავს “მწოლიარე პოლიციელს” . ეს მანევრი კარგია იმ შემთხვევაში თუ გზა ძალიან გადატვირთული არ არის.

ნაბიჯი 3 : და ბოლოს , ყოველთვის გახსოვდეთ რომ “მწოლიარე პოლიციელი” არ უნდა იპყრობდეს მთელს თქვენ ყურადღებას , უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას თვითონ გზასაც , როცა შევამჩნევთ ამ დაბრკოლებას წინასწარ ვიხმაროთ მუხრუჭი და შევანელოთ სვლა , დროთა განმავლობაში თქვენ უკვე ავტომატურად გადაივლით უსაფრთხოთ ამ დაბრკოლებას

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.