როგორ გავიგოთ მართლა ვუყვარვართ თუ არა ადამიანს?

  • An'na
  • დეკემბერი 6, 2015

zgva da wyviliგარანტირებული მეთოდი ამის გასაგებად არ არსებობს, მაგრამ არის რაღაც ნიშნები, რომლითაც შეგვიძლია მივხვდეთ რას ფიქრობს ადამიანი. თუ გინდათ რომ გაიგოთ რას გრძნობს თქვენი რჩეული, მაშინ უნდა დააკვირდეთ მის ქცევებს, როგორ საუბრობს და რას აკეთებს როცა ერთად ხართ. ყველა ადამიანისთვის სიყვარული სხვადასხვანაირია და მრავალი გზა არსებობს იმის სათქმელად-ადამიანს უყვარხართ, მოწონხართ, თუ ერთი ნახვით, გაგიჟებით შეუყვარდით.

მეთოდი 1:დავაკვირდეთ როგორ იქცევა ადამიანი.

ნაბიჯი 1: დააკვირდით თუ ის თქვენთან გახსნილია. გახსნილობა ადამიანის მიმართ სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანია. თუ ის თქვენთან განსხვავებულად იქცევა, ეს შეიძლება იყოს სიყვარულის ნიშანი. თუ მაგალითად, ბიჭი საზოგადოებაში სერიოზულია და თქვენთან ამჟღავნებს მხიარულ და სულელურ მხარეს, მაშინ ის თქვენთან იხსნება.

  • თუ ადამიანი თავის გრძნობებს გიზიარებთ და თქვენთან კომფორტულია, ეს ნამდვილად სიყვარულს ნიშნავს.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-16-Version-3

ნაბიჯი 2: დააკვირდით თუ ადამიანი ბედნიერია თქვენთან, თუნდაც ძალიან ცუდ დღეებშიც კი. თუ შენ რჩეულს აქვს ცუდი  დღე და შენს დანახვაზე კარგ ხასიათზე დგება, თქვენი ხმა კი მასზე დადებითად მოქმედებს, ეს კარგის ნიშანია.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-17-Version-3

 

ნაბიჯი 3: დააკვირდით თუ ის გიყურებთ გაფართოებული თვალებით. შეიძლება ეს სულელურად ჩანდეს, მაგრამ გიყურებთ ის გაფართოებული თვალებით, ცოტა სულელური გამომეტყველებით? ეს შეიძლება ხშირად არ მოხდეს. მაგალითად-დილაობით, საუზმისას და ა.შ.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-18-Version-3

ნაბიჯი 4: დააკვირდით თუ პიროვნება არის დაბნეული თქვენთან ყოფნისას. სიყვარული ხალხს აბნევს და ხშირად უმიზეზოდ იცინიან. თქვენი რჩეული მხიარულია, ხუმრობის ხასიათზე დგება? მაშინ ეს შეიძლება რამეს ნიშნავდეს.

ნაბიჯი 5: დააკვირდით როგორ იქცევა ის თქვენ გრძნობებთან მიმართებაში. თუ თქვენ ცუდ ხასიათზე ხართ, ან გაცივდით, ცუდად ხართ, მაშინ მას აუცილებლად გადაეცემა უარყოფითი ემოციები და დაუყოვნებლივ გადაწყვეტს რომ გაგამხიარულოთ.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-20-Version-3

მეთოდი 2: რას ამბობს ის

ნაბიჯი 6: საუბრობს თუ არა ის თქვენთან მომავალზე? თუ ადამიანს უყვარხართ, ის აუცილებლად იფიქრებდა ცხოვრების თქვენთან გატარებაზე და გეგმებს გარკვეულწილად თქვენც გაგაცნობდათ. თუ ის შეუჩერებლად ცდილობს რომ გათქმევინოთ რამე თქვენს მომავალზე, თქვენს გეგმებზე, მაშინ ის ნამდვილად შეყვარბეულია თქვენზე.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-1-Version-3

 

ნაბიჯი 7 : დააკვირდით თუ გეუბნებათ მნიშვნელოვან კომპლიმენტებს.

ძალიან დიდი განსხვავებაა “მომწონს შენი ახალი ვარცხნილობას” და ” შენ ყოველთვის შეგიძლია კარგ ხასიათზე დამაყენო , რაც არ უნდა ხდებოდეს “. ასეთი სახის კომპლიმენტი მიუთითებს იმაზე, რომ მას ნაფიქრი აქვს თქვენს მნიშვნელოვან ასპექტებზე, თქვენი პიროვნების სხვადასხვა მხარეებზე.

  • არაა აუცილებელი თქვენი რჩეული ძალიან ბევრ კომპლიმენტს გეუბნებოდეთ. მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.

ნაბიჯი 8: არის პიროვნება თქვენთან ბოლომდე გახსნილი? 

თუ თქვენს რჩეულს მართლა უყვარხართ, მაშინ ის აუცილებლად გეტყვით რას ფიქრობს, რას გრძნობს სინამდვილეში. თუ ის გიყვებათ ბავშვობის მოგონებებს, მტკივნეულ მომენტებს, რომანტიულ ოცნებებს, მაშინ ის თქვენთან თავს კარგად გრძნობს.

  • თუ ის იტყვის “ეს აქამდე არავისთვის მითქვამს” ესე იგი ის გენდობათ.

ნაბიჯი 9: 

ის, რომ ადამიანს უყვარხართ, არ ნიშნავს რომ მას გონებაში თქვენი იდალური სურათი აქვს. ის გიღებთ თქვენ თქვენი შეცდომებით. თუ ის შეამჩნენვს თქვენს შეცდომას, ცუდ ნათქვამს, ის გეტყვით ამის შესახებ, რაც ნიშნავს რომ ის კარგად გიცნობთ და უყვარს თქვენი როგორც კარგი მხარეები, ისე შეცდომები.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-6-Version-3

 

აბიჯი 10: თუ აფასებს თქვენს აზრს.

თუ ადამიანს უყვარხართ, ის აუცილებლად დაინტერესდება თქვენი აზრით ნებისმიერ საკითხში-ფეხსაცმლის არჩევიდან ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობით დამთავრებული. ის აუცილებლად გთხოვთ რჩევას და დაინტერესდება თქვენი აზრით, თუნდაც ძალიან მცირე რაღაცეებზე.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-7-Version-3

 

მეთოდი 3:  რას აკეთებს ის

ნაბიჯი 11: დააკვირდით თუ ის გისმენთ ნებისმიერ საკითხზე საუბრისას.

თუ ადამიანს უყვარხართ, ის მოგისმენთ ნებისმიერ რამეზე საუბრისას, თუნდაც უკვე მოსმენილი ქონდეს. თუნდაც არ მოსწონდეს თემა, ის თავს დაგიქნევთ და არ ეცლება შეგაწყვეტინოთ.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-8-Version-3

ნაბიჯი 12: დააკვირდით თუ ის ყოველთვის თქვენთანაა.

რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება გემრიელ საჭმელს და სასმელს, ის თქვენთან იქნება. მაგრამ რა მოხდება თუ თქვენ დაგჭირდათ აეროპორტში წაყვანა, ან ძაღლს გასეირნება სჭირდება როდესაც ავად ხართ? თუ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ, ის რთულ მომენტებშიც თქვენ გვერდით იქნება.

ნაბიჯი 13: დააკვირდით თუ ის სასიამოვნო რამეებს აკეთებს თქვენთვის.

თუ ადამიანს უყვარხართ, ის გააკეთებს ისეთ დამაფიქრებელ რაღაცეებს თქვენთვის, როგორიცაა თქვენს მაგივრად საკვების ყიდვა, ყავის გამზადება როდესაც გეჩქარებათ, ან ქათმის სუპის მომზადება როდესაც გაციებული ხართ. ეს შეიძლება  არ იყოს მუდმივი, მაგრამ ის ყველანაირად ეცდება რომ თუნდაც მცირე რაღაცებით გაგაღიმოთ.

  • მან შეიძლება გააკეთოს ასეთი რაღაცეები თქვენს უკითხავადაც. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ მას თქვენი კეთილგანწყობის მოპოვება სურს.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-10-Version-3

 

ნაბიჯი 14: თუ ადამიანს მუდმივად უნდა რომ თქვენს ირგვლივ იყოს.

სიყვარულის ერთი მხარე ისაა რომ ყოველთვის გინდა იყო შენს საყვარელ ადამიანთან, იმის მიუხედავად თუ ეს არაპრაქტიკულია. თუ ადამიანი თქვენთან დიდ დროს ატარებს, ეს არ ნიშნავს რომ მას სურს თქვენზე იყოს მიბმული, უბრალოდ ის ცდილობს რომ გამოიყენოს თქვენი ნახვის ყველა შანსი.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-11-Version-3

 

ნაბიჯი 15:  კარგად გაიაზრეთ, ნამდვილად ესმის თუ არა მას თქვენი. 

ნამდვილი სიყვარული ნამდვილ გაგებას ნიშნავს. შეიძლება ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს, თუმცა ადამიანის უნდა გესმოდეს რომ შეგიყვარდეს.  ის გაიგებს თქვენს ხასიათებს, ყოველთვის ეცოდინება რა და როდის გესიამოვნებათ, რა არ გესიამოვნებათ, და იცის რა გაგიხარდებათ, სანამ ამას თქვენით მიხვდებით.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-13-Version-3

ნაბიჯი 16: თუ მას საუკეთესო უნდა თქვენთვის- მიუხედავად იმისა კარგია თუ არა ეს მისთვის. 

თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, მაშინ გიწევს შეგუება რომ ხანდახან მას მოუწევს ისეთი რამეების გაკეთება, რაც შეიძლება თქვენთვის კარგი არ იყოს ან ერთად გატარებულ ნაკლებ დროს ნიშნავდეს. თუ მას უყვარხართ,  ის გაგიგებთ და მიხვდება რომ თქვენ გიწევთ მაგალითად ზაფხულის გატარება შორეულ კუნძულზე თქვენი კვალიფიკაციისთვის წყალმცენარეების ბიოლოგიაში, ან თქვენ გიწევთ სახლში ადრე წასვლა რომ გამოიძინონ შემდეგი დღის ტესტისათვის.

670px-Know-if-That-Person-Truly-Loves-You-Step-14-Version-3

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.