როგორ გავიგოთ მოვწონვართ თუ არა გოგოს?

  • guli-kizi
  • January 25, 2012
  • 0

ვერ ხვდები რას ნიშნავს ეს ღიმილი და მზერა? მაშინ მიჰყევით მოცემულ რჩევბს და თქვენ მიხვდებით მოსწონხართ თუ არა მას სინამდვილეში.

წამოიწყეთ მასთან საუბარი

დაელაპარაკეთ მას თუნდაც კონკრეტულად არაფერზე – ეს დაგეხმარებათ გაიგოთ რაღაცეები მასზე, რაც გამოგადგებათ მომავალში. ყველა გოგო განსხვავებულია, ასე რომ იყავით ყურადღებით და ყველა წვრილმანს მიაქციეთ ყურადღება. ყური უგდეთ მის ხმას: თუ ის მორიდებულია, მაშინ მისი ხმა ოდნავ უფრო დაბალია ვიდრე ჩვეულებრივ ან უბრალოდ საუბრის დროს თმას დაუწყებს თამაშს (თითზე დახვევას), ან ტანსაცმლის გასწორებას. კიდევ ერთი ნიშანი, იმისა რომ თქვენ მოსწონხართ გოგონას, მისი სიცილია — ის თქვენს მოსაწყენ და სულელურ ხუმრობებზეც კი იცინის. შეიძლება, მან არ შემოგხედოთ თვალებში და უბრალოდ გაიცინოს იმის მიუხედავად სასაცილოა თუ არა თქვნი ნათქვამი. შეიძლება თქვენ შეძელით მისი გაცინება, მაგრამ ეს ავტომატურად წარმატებას არ ნიშნავს. წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ სტატია – როგორ მოვხიბლოთ ქალი

ყველა გოგო არ იქცევა ქალურად,

როდესაც გოგოს მოსწონხართ ის არ იქცევა ისე, როგორც წესით უნდა იქცეოდეს, ასე რომ მოერიდეთ ამ საკითხზე ხუმრობებს და ნუ ჩათვლით მას გიჟად.

 დააკვირდით ფლირტაობს თუ არა ის

თუმცა ზოგჯერ ძნელია გაიგო – სინამდვილეში ასეა ეს თუ არა. გოგომ შეიძლება იფლირტაოს მაშინაც, თუ ის ბიჭს თავის მეგობრად თვლის და თუ თქვენ ამას არასწორად გაიგებთ, ეს იქნება კატასტროფა. რა თქმა უნდა, გოგოების დიდ ნაწილს ურჩევნიათ, რომ პირველივე წუთებიდან ყველაფერი არ იყოს გასაგები მათ შესახებ, ზოგიერთი ფლირტაობს სულ ოდნავ, დანარჩენები კი თავიანთ ფლირტის ნიჭს სრულად იყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ იფლირტავებთ ნებისმიერთან და ყველასთან, ან სხვა გოგოებთან მისი თანდასწრებით. თუ კი მან დაგინახათ თქვენ ჩახუტებული სხვა გოგოსთან, შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს და იფიქროს, რომ თქვენ ის აღარ გაინტერესებთ. უმჯობესია გაერკვიოთ   მიმიკასა და ჟესტებში.

 მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ შეხებას

თუ მას აქვს თავის გასამართლებელი მიზეზი, შესაძლებელია, რომ თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. და მაინც — არ იფიქროთ, რომ მას არ მოსწონხართ, თუკი იგი არ ცდილობს თქვენთან ფიზიკურ კონტაქტში მუდმივად ყოფნას. შესაძლებელია, ის ზედმეტად ნერვიულობს. გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენ — შეეხეთ მას.

დააკვირდით მის გამოხედვას

თუ თქვენ მას მოსწონხართ, მაშინ ის მუდამ თვალებში გიყურებთ, ან საპირისპიროდ – როგორც კი თქვენ მას შეამჩნევთ, იქვე გადააქვს მზერა სხვა რამეზე. ერთიც და მეორეც სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ მას მოსწონხართ. თუ მას მზერა გადააქვს სხვა რამეზე, ე.ი ის უბრალოდ ნერვიულობს და ელოდება თქვენგან პირველ ნაბიჯს. თუ გოგონა გიყურებთ პირდაპირ თვალებში, ე.ი ის დარწმუნებულია თავის თავში და მზადაა საბოლოო, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის. თუ თქვენ “შემთხვევით” შეხედეთ გოგონას, და მიიღეთ პასუხად იგივე, მაშინ თქვენ მისთვის სულერთი ნამდვილად არ ხართ (მიუხედავად იმისა თუ ის მეორე წამს შებრუნდა და სულ სხვა მიმართულებით დაიწყო ყურება). მიაქციეთ ყურადღება: ჰქონდა თუ არა რეაქცია მის თვალებს, როდესაც მან თქვენ დაგინახათ ან გაიგო თქვენი სახელი.

დააკვირდით მის მეგობრებს

თუ თქვენ ამჩნევთ, რომ მის მეგობრები გიყურებიან და რაღაცას ხითხითებენ, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს — ის თქვენზე მათთან საუბრობდა. თუ მისი მეგორები — ხმაურიანი კომპანიაა, მაშინ შენ გაიგებ «(შენს სახელს), მას (მისი სახელი) მოსწონხართ!» შესაძლებელია, რომ ამ გზით ისინი ცდილობენ მასზე და თქვენზე ხუმრობას. როცა ის თავის მეგობრებთან საუბრობს (ჭორაობს) და ამ დროს მიხვედით თქვენ, შეიძლება საუბარი მოულოდნელად შეწყდეს. რა თქმა უნდა, ისინი საუბრობდნენ თქვენზე. თუ თქვენ მას მოსწონხართ და ის მოუყვა თავსი მეგობრებს თქვენს შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მის მეგობართაგანი თქვენთან მოვა და ეცდება გაარკვიოს თქვენც მოგწონთ ის თუ არა, მაგალითად მსგავსი შეკითხვებით “ვინმე მოგწონს? ან როგორი გოგოები მოგწონს?” – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის თავისი მეგობრების დახმარებით ცდილობს გაიგოს თქვენი აზრი მის შესახებ, ან უბრალოდ ჭორიკანა მეგობრები ჰყავს.

დააკვირდით თქვენი ლამაზმანის ქცევას სხვადასხვა სიტუაციებში

მაგალითად, თქვენ ხართ ბუნებაში და მოულოდნელად გეუბნებათ, რომ შესცივდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ელოდება თქვენგან რაღაც ინიციატივას, ან უბრალოდ თქვენს სვიტერს. ეს ძალიან მზრუნველური ნაბიჯია, განსაკუთრებით, თუ თქვენ გინდათ დაანახოთ გოგოს, რომ მოგწონთ და თუ მას ვინმე სხვა მოსწონს, ის გულნაწყენი იქნება, რომ თქვენ იყავით პირველი ვინც მას სვიტერი შესთავაზა (და ასეც ეკუთვნის), ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ გაიგებთ მის აზრს. ზოგჯერ გოგონამ შეიძლება მოგაჩვენოთ, რომ რაღაც არ გამოსდის. აი თქვენი შანსი, რომ მის მაშველად იქცეთ! შესაძლებელია, რომ მან დახმარება მხოლოდ იმის გამო გთხოვათ, რომ ენახა როგორ მოიქცეოდით თქვენ ამმოცემულ სიტუაციაში.

გაუღიმეთ მას

ერთი პირობით, ეს უნდა იყოს ბუნებრივი ღიმილი, ნუ იძაბებით. თუ მან თავაზიანად გაგიღიმა პასუხად, ან მოიჯმუხნა ზურგი შეგაქციათ, მაშინ აზრობრივად დაემშვიდობეთ მას. როგორც ჩანს თქვენ ის ვერ დააინტერესეთ. და თუ მან გულით გაგიღიმათ და სიხარულით სავსე თვალებით აგრძელებს ყურებას, მაშინ გასაგებია, რომ ის თქვენით დაინტერესდა. ან არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ მან გაგიღიმოთ, მერე ზურგით შემობრუნდეს და მეგობრებში გაერიოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მისთვის ერთდროულად საინტერესოა და ამავე დროს სანერვიულოცაა.

იწყებს თუ არა საუბარს პირველი – ტელეფონზე

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ის ეძებს მიზეზს დაგემშვიდობოთ და დაკიდოს ყურმილი, ეს იმას ნიშნავს რომ საუბარი მიგყავთ თქვენ. ის გიპასუხებთ, მხოლოდ მაშინ როცა ეს საჭირო იქნება და გამოჩნდება, რომ მან მოიწყინა. გააკეთეთ ის, რასაც თვითონ გეუბნებათ! ის ჩათვლის, რომ თქვენ ხართ ძალიან საყვარელი და მგრძნობიარე, თუ მოიქცევით ზუსტად ასე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ პუნქტი ნომერი 5.

 ეცადეთ გაუგოთ მას

გოგოებს მოსწონთ იმის თქმა, რაზეც ფიქრობენ. მოუსმინეთ თუ რა აწუხებს მას, მოუსმინე ისე თითქოს გიყვებათ, რაღაცა საინტერესოს და კარგს.

 დაუთმეთ ყურადღება

თუ შენ არ უსმენ მას, მაშინ გოგონა ამას ძალიან მარტივად მიგიხვდებათ.

რჩევები

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. ის ტოვებს მათ ყველგან, უბრალოდ უნდა იცოდეთ, სად უნდა ეძებოთ ისინი. თუ გსურთ დარწმუნდეთ, გოგონას მოსწონხართ თუ არა, ყურადღება მიაქციეთ, ერთ-ერთ რჩევას ჩამოთვლილთაგან:

  • მისი ტუჩები: თუ მან გაკოცათ პირველივე პაემანზე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მას დაზუსტებით მოსწონხართ;
  • მისი თმები: თუ ის იწყებს მათ თამაშს, თითზე დახვევას როცა თქვენ გხედავთ ან შემოდიხართ ოთახში – ეს კარგის ნიშანია. ე.ი ის ნერვიულობს თქვენი დანახვისას;
  • მზერა: დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოსწონხართ და რამდენად კარგი მსახობია. მას შეუძლია გაჩუქოთ ხანგრძლივი მზერა, მაშინ როცა თქვენ მას საერთოდ არ აქცევთ ყურადღბას;
  • რეაქცია თქვენს ნახვაზე: თუ თქვენ ნახეთ ის, დერეფანში მომავალი, მაშინ მისი მზერა უკვე თქვენზეა მომართული და ნამდვილად გაგიღიმებთ;
  • შეკითხვები: თუ ის შიგადაშიგ გისვამთ შეკითხვებს სხვა გოგოებთან ურთიერთობებზე, გოგოების ტიპაჟზე, რომელიც თქვენ მოგწონთ – ეს დაზვერვაა, მას სურს გაიგოს, შეძლებს თუ არა თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
  • შეხება: თუ ის ცდილობს შეგეხოთ და ხელზე ჩამოგარტყათ, ე.ი მას უყვარხართ. თუ თქვენ მოიტყუებით, რომ დარტყმა ძალიან ძლიერი იყო და გეტკინათ და ის ამას სიცილით გადაიტანს, ე.ი მოსწონხართ და თუ შეწუხდება და ნერვიულობას დაიწყებს, ე.ი – თქვენ მხოლოდ მეგობარი ხართ;

თუ თქვენ გაიგეთ, რომ გოგოს უყვარხართ, ნუ მოექცევით მას, როგორც უცხოპლანეტელს ან როგორც ქათმის გრიპით დაავადებულს. ეს მას დაჭრის და გულს ატკენს, ასე რომ იყავით ფრთხილად. ნუ დააიგნორებთ მას და ნუ იქნებით ცივი, შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქვენც მოგეწონოთ და უკვე გვიანი იქნება. ამის გარდა, ამგვარი საქციელია რეპუტაციას გაგიფუჭებთ სხვა გოგოებს შორის.

ელაპარაკეთ მის მეგობრებს – თუ სწორად დაუსვამთ შეკითხვებს, მათ შეუძლიათ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება.

ნუ “დაეჩალიჩებით” მის დაქალებს. ეს მათ ჩხუბამდე მიგიყვანთ.

თუ გოგო ამბობს, რომ ბიჭი მისთვის არის, როგორც ძმა, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ჩვეულებრივ, გოგოები არ თვლიან თავიანთ მეგობრებს, მომავალ პარტნიორად. მაგრამ იშვიათად ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ გოგო უბრალოდ მორიდებულია.

თუ ცდილობს ჩაგეხუტოთ – ჩაეხუტეთ მას, არც კი იფიქროთ უარის თქმა, შეიძლება გული ატკინოთ თქვენი ასეთი საქციელით.

თუ გოგონა ხუმრობით “boyfriend”-ს გეძახის, მაშინ აქ ეჭვები ზედმეტია, რომ შენ მას მოსწონხარ. მაგრამ აქაც არის დამალული წყალქვეშა ქვები – თუ თქვენ კარგი მეგობრები ხართ, მაშინ ეს შეიძლება უბრალოდ ხუმრობა იყოს.

თუ გოგო მორცხვია და არ არის დარწმუნებული, თქვენს გრძნობებში, მაშინ ის ყველაფერს უარყოფს. ამიტომ თუ ის თავის თავში იკეტება, ნუ დაკარგავთ იმედს! გააკეთეთ ყველფერი,რომ გახდეთ მისი მეგობარი, რომ ის თქვენ მეტად გენდოთ და მეტად შეგეჩვიოთ. თუ ის ამაში ხელს შეგიწყობთ, ე.ი ინტერესი არის. თუ არა, მაშნ გული არ დაიწყვიტოთ. ირგვლივ კიდევ ბევრი მიმზიდველი გოგოა!

თუ თქვენ სადმე მიდიხართ და ამჩნევთ, რომ ის ცდილობს თქვენთან ერთად გაიაროს, თქვენ მას მოსწონხართ. შეიძლება ის ახლოს, თავის მეგობართან ერთად მიდიოდეს, რომ თქვენ ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ თქვენ აწი გეცოდინებათ!!!

მან შეიძლება თავის თავზე დაიწყოს საუბარი, რომ შეამოწმოს თქვენი რეაქცია, რომელი ნაწილი მოგწონთ თქვენ მასში. თუ ის ამას აკეთებს, აგრძნობინეთ მას, რომ თქვენ ეს რეალურად გაინტერესებთ.

ყურადღება – სავარაუდო შეცდომები!

გოგოები ეცდებიან ითამაშონ “ოტელო” და დაიწყონ თქვენს მეგობრებთან ფლიარტაობა, რომ გაიძულონ იეჭვიანოთ. ფრთხილად იყავით ასეთ გრძელკუდებთან. თუ ის ნამდვილად მოგწონთ, დაუთმე მას საკმარისი ყურადღება, მერე კი თავი გაანებეთ – ასე შენ მას აჩვენებ, რომ გაინტერესებს, მაგრამ არჩევანს სთავაზობ. არჩევანი კი ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს!

ნუ შეეკითხებით გოგოს პირდაპირ მოსწონხართ თუ არა! ის შეიძლება დაიძაბოს და ტყუილი გითხრათ. მოკლეთ, მსგავსი შეკითხვები გულში დაიტოვეთ!

ნუ გაერთობით საჩუქრებით, განსაკუთრებით გაცნობის პირველ ეტაპზე.

ნუ ცდილობთ მასზე შთაბეჭდილები მოხდენას, ყველა ცნობილი და უცნობი ხერხით, თუ უკვე იცი რომ მოსწონხარ. ეს გამაღიზიანებელია.

თუ თქვენ ეფლირტავებით მის მეგობრებს, ნუ გაგიკვირდებათ თუ ის იგივეს აკეთებს თქვენს მეგობრბთან.

ნუ იქნები ზედმეტად რბილი და დამთმობი, დამიჯერეთ არც თუ ყველა გოგოს უნდა მის გვერდზე ჩმორის ხედავდეს.

ლაპარაკის დროს თვალებში უყურეთ – გოგოებს ეს მოსწონთ.

მთავარია, ბიჭებო, ასეთ მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ თავი

წინა «
შემდეგი »