როგორ გავიგოთ ფრაზა – “ყველაფერი თქვენს ხელშია”?

  • Press
  • October 9, 2014
  • 0

სწავლადაივიწყე ყოველგვარი მოლოდინი, ერთ-ერთმა დიდებულმა ადამიანმა თქვა – “თუ გვინდა ვისწავლოთ რაღაც ახალი, უარი უნდა ვთქვათ ძველზე”, ალბათ გაიფიქრეთ, რა შუაშია ეს გამონათქვამი თემის სათაურთან? ყველაფერი მარტივადაა, ცხოვრება მასწავლებელია და ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ ყველაფერი, მთელი ცხოვრება ადამიანი სწავლობს, მაგრამ თუ ჩვენ არ მოვერგეთ იმ სფეროს რასაც განსაკუთრებით დიდ დროს ვუთმობდით, არ არის გვიან ყველაფერი თავიდან დავიწყოთ რაიმე ახლის შესწავლით, აქედან გამომდინარე მართლაც რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა.

 

ყველაფერი შესაძლებელიაარასდროს დაკარგო იმედი! დაივიწყეთ ყველაფერი ცუდი რაც ხდება ან ოდესმე მომხდარა, არასდროს დაკარგო იმედი, ეს გაგაძლიერებთ. თუ შენ გაქვს ოცნება აუცილებლად დაიცავი ის და არავის ათქმევინო, რომ შენ ეს არ შეგიძლია.

 

 

ცხოვრება გრძელდებაუნდა იცოდეთ როდის დანებდეთ, ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, რომ არასოდეს უნდა დანებდეთ, ეს მართლაციაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა საქმე კარიერას ეხება. ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, უნდა ვიცოდეთ როდის დავნებდეთ და როდის გავაგრძელოთ გზა, არსებობს სიტუაციები როცა ფარ-ხმალის დაყრა გარდაუვალია. მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, ცხოვრება გრძელდება!

 

 

პრობლემის მოგვარებადაიმახსოვრე, ყოველთვის არსებობს ერთი საქმის მოგვარების სხვადასხვა გზა, რაც უფრო კარგათ ვიცით კანონები, მით უფრო ადვილია მისი დარღვევა. სწორედ ასეა ამ შემთხვევაში, რაც უფრო კარგათ ვიცით ჩვენი საქმე, მით უფრო ბევრ გზას ვპოულობთ მის მოსაგვარებლად და საბოლოოს ვირჩევთ მარტივს. ყველაფერი მარტივი იდეალურია!

 

 

ვისწავლოთ შეცდომებზევისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა – “თუ არასოდეს დაგიშვია შეცდომა, ესეიგი არასოდეს გიცდია რაიმე ახლის შექმნა”, წარმატება ჩავარდნის გარეშე არ მოდის, ასე რომ არ უნდა შეგვაშინოს საკუთარმა შეცდომებმა, პირიქით მან უფრო ძლიერი უნდა გაგვხადოს!

დაიმახსოვრეთ, ყველაფერს მოყვება შედეგი! შრომა არასდროს იკარგება, რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა!

 

წინა «
შემდეგი »